ქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ

AutoSharing Option
უკვე იცით იმის შესახებ, რომ გიორგი ქვილითაიამ "აპოელის" რიგებში გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა. ეს შეხვედრა ყურადღების ცენტრში სხვა მხრივაც მოექცა - მას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გურამ კაშია და ნიკა კაჭარავა ესწრებოდნენ და გავრცელდა ვიდეო, სადაც "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი თანაგუნდელის წარმატებას ზეიმობს. კადრებში ჩანს, რომ კაჭარავა იღიმის. "ანორთოსისის" წევრის ასეთმა ქცევამ ამ კლუბის გულშემატკივრები გააღიზიანა და მათ ქართველი ფორვარდის გუნდიდან გაშვება მოითხოვეს.

ნიკა კაჭარავამ სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა:

"მე ამაზე უბრალოდ გამეცინა, რადგან (კაშია) ბავშვივით ზეიმობდა. არასდროს აღვნიშნავ მეტოქის
გოლებს, ყოველთვის პატივს ვცემ "ანორთოსისის" გულშემატკივრებს და მუდამ ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას."

philenews-ი იმასაც იხსენებს, რომ გურამ კაშია "ანორთოსისის" სამიზნეში იყო, თუმცა მან "სლოვანში" გადასვლა არჩია.

რაც შეეხება შეხვედრას, "აპოელმა" "ომონია" (4:2) დაამარცხა და მე-6 ადგილამდე აღზევდა.

altგმირი ქვილითაია და "აპოელის" ნანატრი გამარჯვება "ომონიასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული