2019 წლის ზაფხულიდან, როცა თემურ ქეცბაია კლუბში დაბრუნდა, "ანტონის პაპადოპულოსზე" ქართველებს ერთი წარმომადგენელი ჰყავდათ. ამის შემდეგ მწვრთნელი ენდობა თავის თანამემამულეებს, მაგრამ უმეტესობამ "ანორთოსისის" მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
2019-20 წლების სეზონში, როდესაც ჩემპიონატი პანდემიის გამო შეწყდა, ქეცბაიას 7 თანამემამულე გუნდში იყო - ლორია, მიქაია, დაუშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია, ანანიძე და კაჭარავა.
მომდევნო სეზონში მიქაია და ანანიძე "ანორთოსისს" დაემშვიდობნენ, კაჭარავა იჯარით იყო წასული. დანარჩენებმა თასის მოგებასა და ევროპის ლიგაზე გასვლაში მაქსიმუმი ჩადეს.
ბოლო ორი უკვე წარსულშია, ლორია ქართველების უკანასკნელი წარმომადგენელია.
მომზადებულია Shootandgoal-ის მიხედვით
გაღიმების გამო კაჭარავას "ანორთოსისის" დატოვება და სავარაუდოდ, პოლონეთში დაბრუნება მოუწევს
ქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ