"ყველაზე დიდი ვარდნა კვარაცხელიას თამაშში შეიმჩნევა" - Instat-ის მაჩვენებლები

AutoSharing Option
ანალიტიკურმა პლატფორმა Instat-მა რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევრის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი დახმარებით, ყაზანის "რუბინის" დეტალური შესწავლა შეგვიძლია. მათ ჩემპიონატში მე-10 ადგილი უკავიათ.

დავიწყოთ თამაშგარე მდგომარეობებით - ყაზანელები ოფსაიდში სეზონში ყველაზე ნაკლებად ხვდებიან. ამის მთავარი მიზეზი ის მოდელია, რომლითაც გუნდი ასპარეზობს - ზურგს უკან პასები, ფაქტობრივად, არ აქვთ.

კიდევ ერთი მაჩვენებელი - კუთხურები. მატჩში საშუალოდ 3.6-ით ყაზანელები ამ კომპონენტშიც უკანასკნელ პოზიციაზე არიან. კუთხურის შემდეგ მათ სულ ორჯერ გაიტანეს.

ლეონიდ სლუცკის გუნდმა პასების საშუალო სიგრძე გაზარდა - 19.2მ. შედარებისთვის, "ზენიტისთვის" ეს მაჩვენებელი 17.8
მ-ია. რას ნიშნავს ეს? ყაზანელები წარმატების მიღწევას შორეული პასებით ცდილობენ, რაც არ ამართლებს - სიზუსტე მხოლოდ 60 %-ია.

რაც შეეხება წარმატებებს - "რუბინი" ლიდერთა შორისაა ორთაბრძოლებში გამარჯვების მხრივ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყაზანელები დარტყმების სტატისტიკაშიც ლიდერობენ - შეხვედრაში საშუალოდ 33 ცდა, საიდანაც 19 ზუსტია.

სლუცკის გუნდს ყველაზე ხშირად 3-45 და 75-90 წუთების ინტერვალში გააქვს. რას მიანიშნებს ეს? - ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზანელები საკუთარ კარში გოლებს ადრე (15-10 წუთებში) იღებენ და შემდეგ თამაშის გადარჩენა სჭირდებათ.

გასულ სეზონთან შედარებით, გუნდს პროგრესი აქვს სტანდარტულებიდან გოლის გაშვების მხრივ - ჯერჯერობით მხოლოდ 8 და აქედან 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან.

მთავარი მარცხი

ყველაზე დიდი ვარდნა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში შეიმჩნევა. გასულ სეზონში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, ახლა კი მხოლოდ 1 გოლი და 2 პასი აქვს. თუკი ქართველი გარემარბი საჯარიმოში 3.5 შედეგიან პასს აკეთებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 2.8 გახდა. გარდა ამისა, ხვიჩაზე უფრო იშვიათად ჯარიმდებიან - 44-დან 26-მდე დაეცა.

პრემიერლიგის მთავარი დრიბლიორი კვარაცხელია აღარაა - წოდება მას ცსკა-ს 23 წლის ნიგერიელმა შემტევმა ჩიდერე ეჯუკემ ჩამოართვა. ქართველის წარმატებული დარტყმების პროცენტი ცოტათი გაიზარდა - 53-დან 55%-მდე.

მომზადებულია Business-gazeta-ს მიხედვით

altკვარაცხელიასთან ერთად "რუბინში" სათამაშოდ ძიუბას ხელფასის შემცირებაზე დათანხმება მოუწევს

alteurofootballrumours.com: "ვესტ ჰემი" კვარაცხელიას ტრანსფერში 13 მილიონის გადასახდელად მზადაა

altხვიჩა კვარაცხელიამ ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 11 /
რომ გადააყოლეთ იმ სატრანსფერო ფასს, გაიაფდა ტრანსფერმაკეტზე უკვე. დღეს განახლდა ფასები. 16 მილიონია ახლა. რათქმაუნდა ტრავმის და ასევე ფსიქოლოგიური წნეხის გამო რუბინში ჩარადნილი თამაშების ფონზე მოხდა ეგ 2 მილიონით დაწევა.
ნაკრებში მშვენივრად ითამაშა.
ერთი მხრივ კარგია ეს ფასის დაწევა, იქნებ რუბინმაც დაუწიოს და წაიყვანოს ევროპულმა გუნდმა.
დიდი იმედი მაქვს.
სატრანსფერო ფასი მისი კარგი თამაშის გამო დაედო. როგორც კი მოუკლო ფასმაც მოიკლო, მოუატებს და ფასიც მოიმატებს.
Skeleton
20:03 29-12-2021
0
ნეტარ არიან მორწმუნენი
ჭირი იქა ლხინი აქა
19:35 29-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული