Krone 25 წლის ნახევარმცველზე:
"ქართველ მესის" გუშინ არ უვარჯიშია, მას ქირურგიული გზით ტერფიდან ფიქსატორები ამოუღეს. ოთარი ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშობს და თურქულ შეკრებაზე (19-29 იანვარი) გუნდთან ერთად ყოფნა უნდა შეძლოს."
25 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ SPORTALL.GE-სთან ინტერვიუშიც ისაუბრა.
- შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველას გვაღელვებს. როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი?
- პროცესი ნორმალურად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დეკემბერში გერმანიაში 2-კვირიანი ციკლი გავიარე. იმედი მაქვს, ახალი წლიდან უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშს
- გასულ შემოდგომაზე საკმაოდ ბევრი გაგიცდა (კოსოვოს ნაკრებთანაც შეგცვალეს), შემდეგ კი მძიმე დაზიანება მიიღე. რითი შეიძლება აიხსნას ყოველივე?
- წლის განმავლობაში ტრავმებით დატვირთული არ ვყოფილვარ. ჯერ კუნთის პრობლემა მაწუხებდა. პსვ-ის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, დასრულებულ შეხვედრაში კოჭში მომხვდა და საკმაოდ მძიმე დაზიანება მივიღე. რთულია ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნო. ალბათ, მაინც უიღბლობას უნდა მივაწეროთ.
- ჯერ კლუბზე ვთქვათ. შენი ტრავმის შემდეგ "შტურმს" გამარჯვების მოპოვებაც კი უჭირდა და სიტუაცია უკანასკნელ პერიოდში გამოასწორა. როგორ შეაფასებ გუნდის თამაშს ავსტრიის ჩემპიონატში და შესაძლებელია თუ არა "ზალცბურგთან"არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა?
- არაერთი სირთულის მიუხედავად, „შტურმი“ მაინც ნორმალურად გამოიყურება - ჩემპიონატში მეორე ადგილს ვიკავებთ. როცა რამდენიმე ტურნირზე ასპარეზობ, შემადგენლობის სიღრმე გჭირდება, ჩვენ კი ტრავმის გამო მოთამაშეები დაგვაკლდა, მათ შორის, მეც.
მოგეხსენებათ, ორი წრის შემდეგ ქულები იყოფა და სხვაობა შემცირდება, თუმცა "ზალცბურგთან“ ბრძოლა მაინც რთული იქნება. ერთი რამის თქმა შემიძლია - ჩვენ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე დავიხარჯებით და იმედია, სეზონის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი გვექნება.
- რაც შეეხება ევროპა ლიგას - ჯგუფი ძლიერი იყო, თუმცა მეტოქეებთან იმაზე დიდი სხვაობა გამოჩნდა, ვიდრე ველოდით, თუნდაც კლასში…
- რთულ ჯგუფში რომ მოვხვდით, ეს თავიდანვე ვიცოდით. რამდენიმე კარგი მატჩი ნამდვილად გვქონდა, თუნდაც „სოსიედადთან“ ორივე შეხვედრაში... გამოცდილება დაგვაკლდა და ის ახლა შევიძინეთ. გარკვეულწილად დაგეთანხმები, ზოგჯერ კლასში სხვაობა მაინც საგრძნობი იყო.
როგორც გუნდი, ასევე ფეხბურთელები, გავიზარდეთ - პირველად ვიასპარეზე ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე და ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო.
- ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში ახალ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, რამაც წარმატებები მოუტანა. როგორ შეაფასებდი ამ განლაგებას და თუ გიფიქრია, მასში საკუთარი თავი უფრო რომელ პოზიციაზე წარმოგიდგენია?
- რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ, 5-მცველიან სათამაშო სისტემას, მე ძალიან მომწონს. როცა გუნდი ამ განლაგებას კარგად ამუშავებს, მის წინააღმდეგ თამაში რთულია.
სანიოლმა ნაკრები ამისთვის კარგად მოამზადა და შესაბამისი წარმატებაც მოჰყვა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას - მას მწვრთნელი უკეთ გადაწყვეტს. მთავარია, ფორმა სრულად აღვიდგინო.
- სანაკრებო 2021 უფრო ვრცლად რომ შევაფასოთ, მოლოდინი ყოველთვის მეტია, თუმცა შვედეთთან გამარჯვებამ ბევრი რამ გადაწონა...
- კარგი და ცუდი პერიოდები გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უკანასკნელი შეხვედრები გამარჯვებით დავასრულეთ. შვედეთის ნაკრების დამარცხება ფსიქოლოგიურადაც წაგვადგება - ვირწმუნეთ, რომ წარმატებაზე ფიქრი ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია.
- მომავალ "ერთა ლიგამდე" ჯერ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა მეტოქეებზე საუბარი შესაძლებელია. ჩრდ. მაკედონიასთან მიღებულმა ტრავმამ მაშინ ეროვნული ნაკრები ძალიან დააზარალა, საბოლოოდ კი ფინალს დიდი საკადრო დანაკლისით შევხვდით და დავმარცხდით. რევანში ბულგარელებთანაც გვჭირდება. როგორ წარმოგიდგენია მომავალი დაპირისპირებების სცენარი?
- ყველას მწარედ გვახსოვს, როგორ გვეტკინა გული მაკედონიასთან მარცხით. ვერ ვიტყვი, რომ იმ წაგებისა და იმედგაცრუების რეაბილიტაციას სრულად მოვახერხებთ, თუმცა ეს ფაქტორი დამატებით მოტივაციას ნამდვილად შეგვძენს. მეტოქეები ძლიერია, თუმცა ჯგუფი უნდა დავძლიოთ და დანარჩენზე შემდეგ ვიფიქროთ.
- დღეს შენი დიდი ხნის მეგობრის, გიორგი ჩაკვეტაძის თემაზე ბევრი საუბარია. მას გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. რა შეგიძლია მასზე თქვა?
- "ჩაკვე" 15 წლის ასაკიდან ჩემი თანაგუნდელი იყო; ვიდრე ლეგიონერი გახდებოდა, ერთად ვთამაშობდით. ვწუხვარ, რომ ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. დარწმუნებული ვარ, გიორგი შეძლებს სათანადო ფორმის აღდგენას და გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გაახარებს, როგორც ეს წარსულში იყო.
- 2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ისევ აქტუალურია. რამდენად ფიქრობ, რომ მალევეა შესაძლებელი, ის ტოპ-კლუბში ვიხილოთ?
- კვარაცხელიას რაც შეეხება, ის ქართველი გულშემატკივრების იმედია. მასზე ბევრი იწერება, არაერთი საუბარია. მჯერა, ხვიჩა ტოპ-კლუბში გადავა და წარმატებები იქაც ექნება. ამას მისგან ყველა ველით.
- საქართველოს ნაკრებში ვინმესთან განსაკუთრებით ხომ არ მეგობრობ და რას იტყოდი ვილი სანიოლის ხასიათსა და საფეხბურთო ფილოსოფიაზე?
- საქართველოს ნაკრების წევრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. საკმაოდ ბევრთან ვმეგობრობ. მიხარია, ეს სულისკვეთება რომ არსებობს, რაც წარმატებაში დაგვეხმარება.
სანიოლს რაც შეეხება, ცდილობს, გახსნილი იყოს და მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, თავისი სათქმელი სრულად გადმოსცეს. უცხო ქვეყანაში ასეთ მოკლე პერიოდში სრულად რეალიზება რთული იყო და მან ეს ეტაპები მშვენივრად გაიარა. ახლა უფრო დიდ წარმატებებს უნდა მივაღწიოთ.
- ხშირად გვსმენია, რომ კიტეიშვილისთვის “შტურმი” ერთგვარი ტრამპლინია, უფრო ძლიერ ლიგაში სათამაშოდ, თუმცა ჯერ ისევ ამ კლუბში რჩები. რამდენად ფიქრობ, რომ შესაძლებელია, მაგალითად, გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშო?
- "შტურმი“, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ-ერთი ეტაპი იყოს. იმედი მაქვს, სეზონს კარგად ჩავამთავრებთ. სასიამოვნო იქნება, თუ დაინტერესება გერმანული კლუბიდანაც იქნება. ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ იმ კლუბს უკავშირდება, რომელშიც ვთამაშობ.
- როგორ გაიხსენებ შენ “დინამოდან” წასვლის პერიოდს? თუ არსებობდა სხვა შეთავაზებები და რატომ გადაწყდა ავსტრიაში გადასვლა? ასევე, “შტურმში“თამაშისას კონკრეტული წინადადებები ხომ არ ყოფილა?
- იმ პერიოდში "შტურმის“ ვარიანტი იდეალური იყო, მით უმეტეს, ამ გადმოსახედიდან. რაც აქ ვთამაშობ, გარკვეული საუბრები არსებობდა, თუმცა სასურველი და რეალური წინადადება - ნაკლებად.
- ვის დაასახელებ ყველაზე ძლიერ მეტოქედ, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?
- ბევრ ძლიერ მეტოქესთან მომიწია დაპირისპირება, თუნდაც ესპანეთის ნაკრებიდან. სერხიო ბუსკეტსი ჩემი ფავორიტი ნახევარმცველია და პოზიციურადაც მის წინააღმდეგ ვითამაშე...
- შესაძლებლობა გაქვს, sportall.ge-ს მკითხველებს ახალი წელი მიულოცო…
- მივულოცავ შობა-ახალ წელს თქვენს მკითხველებსა და სრულიად საქართველოს. წარმატებულ და რაც მთავარია, ჯანმრთელ 2022 წელს ვუსურვებ. იმედია, სრულყოფილ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
- იმ პერიოდში "შტურმის“ ვარიანტი იდეალური იყო, მით უმეტეს, ამ გადმოსახედიდან. რაც აქ ვთამაშობ, გარკვეული საუბრები არსებობდა, თუმცა სასურველი და რეალური წინადადება - ნაკლებად.
- ვის დაასახელებ ყველაზე ძლიერ მეტოქედ, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?
- ბევრ ძლიერ მეტოქესთან მომიწია დაპირისპირება, თუნდაც ესპანეთის ნაკრებიდან. სერხიო ბუსკეტსი ჩემი ფავორიტი ნახევარმცველია და პოზიციურადაც მის წინააღმდეგ ვითამაშე...
- შესაძლებლობა გაქვს, sportall.ge-ს მკითხველებს ახალი წელი მიულოცო…
- მივულოცავ შობა-ახალ წელს თქვენს მკითხველებსა და სრულიად საქართველოს. წარმატებულ და რაც მთავარია, ჯანმრთელ 2022 წელს ვუსურვებ. იმედია, სრულყოფილ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
კიტეიშვილის გარეშე "შტურმმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა - skysport
ცნობილი გახდა ტრავმირებული კიტეიშვილის დაბრუნების თარიღი