ხვიჩამ გულშემატკივრებს ახალი წელი სამ ენაზე მიულოცა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" 20 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს "ინსტაგრამით" ახალი წელი სამ ენაზე მიულოცა - ქართულად, ინგლისურად და რუსულად:

"გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას,წარმატებას და კეთილდღეობას!

Happy New Year with lots of good wishes! May you have the most amazing year filled with happiness and success

Счастливого Рождества и Нового года! Желаю вам крепкого здоровья, успехов и процветания!"

მკითხველის კომენტარები / 13 /
ქართველი-რუსეთში ვთამაშობ- მივდივარ ინგლისში
მალხო
05:26 02-01-2022
6
კარგი რა ხალხო!ბიჭმა ახალი წელი მოგვილოცა და ჩვენ ჭკვაზე რატომ არ გვილოცავო,ედავებით?ასე ყველაფერზე თუ ჯინაში ჩაუდგებით,რას მიაღწევთ?ჯერ პატარა ბიჭია და ალალად მოგილოცათ!ან მეგრელები რა,ქართველებად არ თვლით თავს?თუ ასე წავა,თბილისშია დაბადებული და გამოდის რომ მეგრული ფესვებით არის.ეს ორივე დებულება ხომ წმინდა წყლის სისულელეა და გაჩერდით,რა!ან დანარჩენ საქართველოს ნაკლებად გვიყვარს და გვეიმედება?ჩვენია,ჩვენი სისხლი და ხორცი,ჩვენი იმედი და უკვე მერამდენედ ხდება,რომ ცდილობთ,არარსებულ დანაშაულზე ახდევინოთ ბოდიშები.ახალი წელია,გილოცავთ ახალ წელს!გისურვებთ რომ დამდეგი წელი ყოფილიყოს პანდემიის დამარცხების და ერის გამთლიანების წელი.საქართველო მხოლოდ მაშინ ხდებოდა ძლიერი,როცა მთელი ერი,მისი ყველა კუთხე ერთიანდებოდა და ერთიან სახელმწიფოს აშენებდა.მაშინ ვერც მტერი გვაკლებდა ვერაფერს,მაგრამ როგორც კი შიდა შუღლი იმძლავრებდა,ქვეყნის საქმე უკან მიდიოდა.მთელი ჩვენი ისტორია ეს არის და მოვრჩეთ რა,უაზრო კამათს.ახალი წელია ,ბედობა და მეც ბოდიშს გიხდით,პოლემიკური ტონისათვის.გისურვებთ ბედნიერ,წარმატებულ,ბარაქიან და მშვიდობიან წელს.ღმერთი ჰფარავდეს ერთიან საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს.
სოსო
18:41 02-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული