კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის

AutoSharing Option
"ანორთოსისმა" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით იმის გამო გაუწყვიტა, რომ მან სტადიონზე თანანაკრებელ გურამ კაშიასთან ერთად ყოფნისას, "აპოელის" ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლისას გაიღიმა. gipedo.politis.com.cy-ს ჟურნალისტმა დიმიტრის დიმიტრიუმ ამის გამო ფამაგუსტური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა:

ნიკა კაჭარავა, მე შენ ბოდიშს გიხდი...

"კვიპროსში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით ფეხბურთში.

ცოტა ხნის წინ ერთმა გუნდმა უცხოელი ფეხბურთელი იმის გამო გააგდო, რომ მან თითქოს მეტოქე გუნდში მოთამაშე თანამემამულის მიერ გატანილი გოლი აღნიშნა და ეს გულშემატკივართა თხოვნით გააკეთეს! ისინი ძალიან გაბრაზდნენ, რადგან "ფეისბუქზე" ნახეს, როგორ
ზეიმობდა ქვილითაიას "ომონიასთან" პენალტიდან გატანილ გოლს!

მე ვამბობ, რომ კაჭარავა კი არ ზეიმობდა, არამედ გაიცინა ქართველი ფეხბურთელის რეაქციაზე, რომელიც მასთან სტუმრად იმყოფებოდა და სტადიონზე ტრიბუნაზე ერთად იყვნენ, მაგრამ ჩემს ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კვიპროსში გადაწყვეტილებას გულშემატკივრები იღებენ, კლუბი კი ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ დონისმა "აპოელში" მორაისის შემცვლელად ალბანელი ტალანტი შეარჩია. როდესაც ის ათენიდან გამომგზავრებას აპირებდა, ქომაგების თხოვნით თვითმფრინავიდან ჩამოსვეს.

ამ ფეხბურთელმა 20 წლის ასაკში გოლის ზეიმისას ხელებით ალბანეთის ეროვნული სიმბოლო გამოსახა! ეს დასჯადი დანაშაულია და ამიტომ ვერ მოხვდა "აპოელში".

ნიკა კაჭარავა, დღეს მე ვწერ ამ სტატიას, რათა დიდი ბოდიში მოგიხადო იმს გამო, რომ თქვენ დაზარალდით. თუ მათ არ სჭირდებოდით, უნდა პირდაპირ ეთქვათ და ეს ფანების მეშვეობით არ უნდა გაეკეთებინათ. ჩემო კეთილო მეგობრებო, იმედი მაქვს, 2022 წელი ჩვენ უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის".

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვიპროსში იმხელა ხელფასი აქვს მაგდენი ერთად არ ექნებათ ბათუმის მოთამაშეებს,რომ შეკრიბო :) რა დინამო ბათუმი, წავა პოლონეთში ალბათ :)
ბათუმელ ექსპერტს
02 იანვარი 2022 19:53
1
კაჭარავა და ქვილითაია ერთადაც თამაშობდნენ და ნაკრებშიც წლებია ერთად არიან.თუნდაც მეგობრის წარმატებაზე რომ გაეღიმა,ამაში ცუდი რა უნდა დაენახათ?ქვილითაიაც ხომ მათ გუნდში თამაშობდა მანამდე და კლუბმა ვერ შეძლო მისი შენარჩუნება?არ მოგწონდეს ერთია,მაგრამ შენი მეგობრის წარმატებაზე რატომ იღიმიო,გუნდიდან გაგდების მოთხოვნა,ნამეტანი ხომ არ არის?ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და არა მგონია მათთვის სასიკეთო შედეგები მოჰქონდეს.ქართველები ამას ალბათ ვერასოდეს მივიღებთ და არც არის მისაღები.ამას მე,სიხარულის გამოხატვაზე ვამბობ და უბრალო გაღიმებაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია
სოსო
02 იანვარი 2022 18:51
2
საქართველოს.კაჭარავამ ასამართლოში რომ იჩივლოს,აუცილებლად გაიმარჯვებს,მაგრამ თვითონაც ხვდება,რომ ასეთი რეაქციის შემდეგ,დარჩენას აზრი აღარ აქვს და მუდმივად შეურაცხმყოფელ გარემოში მოუწევს ცხოვრება.არა უშავს,ასეთ ხალხთან ურთიერთობას,გარიდება სჯობია.კვიპროსზე, ჯერ ისევ ცხოველია თურქებთან კონფლიქტისა და ქვეყნის შუაზე გაყოფით გამოწვეული ვნებები.ამიტომ ძალიან მძაფრად აღიქვამენ პირადი სივრცის დაცვის გრძნობას.მათთვის კლუბიც პირადი სივრცეა მის საწინააღმდეგოდ თუნდაც გადაკრული მოქმედება,უმძაფრეს რეაქციას იწვევს.კვიპროსის თურქული ნაწილიც ხომ ასე,მანამდე მათთან თანამცხოვრები თურქების გამოისობით დაკარგეს.რა ვიცვი,იქნებ ვცდები კიდეც,მაგრამ ასე მძაფრი რეაქცია,მაგ აზრისაკენ მიბიძგებს.
სოსო
02 იანვარი 2022 21:26
0
სადაა უეფა,ფიფა, ევროკავშირი და ამერიკა,მარტო საქართველოში მომხდარზე რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს რომ ჩრდ. კორეაში მომხდარიყო სიცილადაც არ გვეყოფოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნის საფეხბურთო კლუბში მოხდა,მაგრად ბნელა,სირცხვილია უბრალოდ,ორმაგ სტანდარტებში და სიბნელეში გვაცხოვრებენ. ყველაფერი ფულით და კავშირებით წყდება. დაუცველია ადამიანი შუაგულ ევროკავშირის ქვეყანაში,სადაც ერთ უბრალოდ ადამიანს გაუხარდა თავის მეგობრის მიერ გატანილი გოლი და სამსახურის გარეშე დატოვეს,რომელი საუკუნეა უბრალოდ,მერე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ გვექაჩებია, გავკ.... დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს სულით ხორცამდე და სისხლის ბოლო წვეთამდე
საქართველო
02 იანვარი 2022 20:55
3
წამოდი ნიკა დინამო ბათუმში
ბათუმელი ექსპერტი
02 იანვარი 2022 17:27
0
იმედია წამოვა. საშუალოზე ცოტა დაბალ ლიგებში თამაშს ჯობია ისევ აქ გაისარჯოს. თან ფორვარდია. გოლები თუ არ იტანა და არ ათამაშეს გინდ რეალში იყოს რა ფუნქცია ექნება
.._.
02 იანვარი 2022 19:07
0

სიახლეები პოპულარული