"გადაჭარბებულმა ინტერესმა ხვიჩა დააზიანა" - რუსული მედია გაკვირვებულია

AutoSharing Option
რუსულმა Realnoe vremya-მ გასული წელი მიმოიხილა და დაწერა სპორტსმენებზე, რომლებმაც გაგვაკვირვეს. ერთ-ერთი ასეთი ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა:

"ჩვენს სიაში სპორტული სამყაროს გმირებიც არიან, რომლებმაც უსიამოვნოდ გაგვაოცეს. მაგალითად, "რუბინის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრი წინსვლა ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში აბსოლუტურად ვერ ამართლებს.

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კვარაცხელიამ მოახერხა, მთელი (ყოველ შემთხვევაში, ევროპული) საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიექცია. 2020/21 წლების სეზონის 23 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ვხედავდით ფეხბურთელის ვირტუოზულ დრიბლინგებს -
მას ზოგჯერ მეტოქე გუნდის ორი ან თუნდაც სამი მცველი ეთამაშებოდა. გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა "რუბინს", მეოთხე ადგილი დაეკავებინა და ევროტურნირებზე ეთამაშა.

პრობლემები ჯერ კიდევ ახალი სეზონის დაწყებამდე დაიწყო, როცა მისი ფიგურის ირგვლივ უამრავი ჭორი გავრცელდა - სავარაუდოდ, "ტოტენჰემი" აპირებს აყვანას, "იუვენტუსი" და "მილანი" უკვე მზად არიან და ა.შ... ფეხბურთელები ასეთ ამბებს სწრაფად ხვდებიან - ეს შესაძლოა, აგენტის "თამაში" იყოს. გადაჭარბებულმა ინტერესმა ხვიჩა დააზიანა.

უკვე კონფერენს ლიგაზე ყველამ დაინახა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პოლონური "რაკუვის" მცველები სულაც არ აღაფრთოვანა და  ოთხი ტაიმი ისე გავიდა, არც გოლი ჰქონია და არც საინტერესო მოქმედებები.

მალე გაირკვა, რომ RPL-ის გუნდებმაც გაიგეს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ხვიჩას - მან თავისი ერთადერთი გოლი ჯერ კიდევ ივლისში, ჩემპიონატის სტარტზე, "არსენალთან" მატჩში გაიტანა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში შვედეთთან მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - ორჯერ მეტი, ვიდრე სეზონის უმეტესი ნაწილში. ახლა კი ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოტივაცია აქვს ფეხბურთელს ყაზანში სათამაშოდ.

საუბარი ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადასვლაზე სადღაც დაიკარგა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: იყო თუ არა ეს ინტერესი?"

altთუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული მედია

altგანახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე" გაიაფდნენ

მკითხველის კომენტარები / 13 /
Uefa da fifam rato aukrzala saqartvelo da rusets ert jgufshi tamashi? albat gadacharbebuli siyvarulis gamo..romelsac rusuli media Arc malavs
Petre
30 იანვარი 2022 10:30
2
მაღალი კლასი მტკიცდება მაღალი კლასის გუნდებთან, ესპანეთის, საბერძნეთის და შვედეთის ნაკრებების კლასი თუ არ გყოფნით, შარშანდელი სეზონის ბოლოს სპარტაკი და ზენიტი ხომ მიგიფარჩაკათ და მეტი რაღა გინდათ?
?
05 იანვარი 2022 18:14
3
ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია და კიდევ ბევრს მოუმატებს - მარტო მისი გოლები, ესპანეთთან, საბერძნეთთან და შვედეთთან ამის ნათელი დასტურია. რუსეთში რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, კოჭებს არ შეარჩენენ, დაჩეხავენ. ამიტომ ჯობია თავი დაზოგოს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. ევროპაში უნდა გადავიდეს. აი მერე გამოჩნდება მისი ნამდვილი დონე. წარმატებები ხვიჩას.
თენგაბი
05 იანვარი 2022 09:02
0
ხვიჩამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა instagram-ში.
თბილისშია, როგორც ჩანს.
ქ. გ.
05 იანვარი 2022 08:10
0
პრინციპში ობიექტური სტატიაა (ბოლო აბზაცის გამოკლებით სადაც ამბობენ იყო თუ არ ინტერესიო) და არაფერი ცუდი და მიუღებელი არაა დაწერილი აქ ხვიჩაზე ! ყველაფერში დამნაშავეა ჯუღელი-საიმანოვის ტანდემი @ მაგათმა ჩააწყეს რაღაცა მაქინაციები და ვითომ კონტრაქტში ის მუხლი ჩადეს რომ ტოპ ლიგაში გადასვლაში ხელს არ შეუშლიდნენ ეს ბლეფი გამოდგა @
zura222
04 იანვარი 2022 18:10
2
LeedsUnited-მა ერთი თავდამსხმელი იჯარით სხვა გუნდში გაუშვა. ხვიჩას ელოდებიან?
ქ. გ.
04 იანვარი 2022 16:27
3
თავში აუვარდა და მერე გაიბუტა. ეხლა დაწყნარდნბა, დადინჯდება და წარმატებასაც მიაღწევს
ზურაბ
04 იანვარი 2022 16:21
21
ვუსურვებ ხვიჩას წარმატებებს და კარიერის გაგრძელებას ნორმალურ გუნდში და ნორმალური დონის ეროვნულ ჩემპიონატში.რუსეთიდან მოშორებით.
ნიშადური
04 იანვარი 2022 14:10
0
ნუ ყიყინებთ რუსებო, არაფერმაც არ დააზიანა ხვიჩა. მშვენივრად დაამტკიცა უფრო მაღალ დონეზე ნაკრებში. მაგ ბატებთან ერთად რაც რუბინშია როგორ უნდა ითამაშოს? ადრე რამოდენიმე ფეხბურთელი იყო მის გვერდით ვისთანაც შეეძლო თამაშის აწყობა და გუნდიც რაღაცას გავდა. ახლა მაგ ყანიდან უნდა წავიდეს და სადაც წავა იმედია გუნდი იქნება, მერე ვნახოთ თუ ვინა არის ეს ბიჭი. დაველოდოთ იანვრის ტრანსფერებს და იქნებ რამე სასიკეთო მოხდეს. წარმატება ხვიჩას!
G.LA
04 იანვარი 2022 12:45
11
არავითარი "ჭორები". იყო რეალური წინადადებები. თვითონ რუსებმა ჩაშალეს დამპლურად ყველა ტრანსფერი და ყველა შესაძლო ვარიანტი. ეხლა კი სიცრუეებს ავრცელებენ. თან თვითონვე აღიარებენ რომ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია (ოღონდ არ ახსენებენ გოლს ესპანეთთან და საბერძნეთთან). და თურმე, ხვიჩა დააზიანა "ზედმეტმა ინტერესმა." რას მიქვია ზედმეტი ინტერესი?... ესეიგი ევროპელებს თითებს უქნევენ ("რუსულად") არ გაბედოთო "ზედმეტი ინტერესი." თავი გაანებეთო ქართველს და არ შეგვიშალოთ ხელი მის რუსეთში დალპობაში(!) აი, რას ნიშნავს "ზედმეტი ინტერესი." საერთოდ, რუსების ფსიქოლოგიური გარჩევა არის ვეტერინალური არა, უფრო პარაზიტოლოგიური დარგი. ისეთ პრიმატებთან გაქვს საქმე რომ, მიტომ. ასეთი ტუპოების "ძერჟავა" სასწაულია ჯერ კიდევ რომ არსებობს, და საკითხავი მხოლოდ ისაა სადამდე იარსებებს.
პარაზიტიოლოგი.
04 იანვარი 2022 12:38
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული