"რუბინში" ესმით, რომ ხვიჩასთან თანამშრომლობა სარგებელს არცერთს მოუტანს - Sport24

AutoSharing Option
Sport24-ი რუსეთის პრემიერლიგის 10 ფეხბურთელზე წერს, რომლებიც თავიანთ კლუბებს 2022 წელს ნამდვილად შეიცვლიან, ოღონდ არავინ იცის, ეს მიმდინარე ზამთარში მოხდება თუ მომავალ ზაფხულს. ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა:

"ის კვლავაც "რუბინიდან" წასვლის მთავარი კანდიდატია, მაგრამ ახლა გარკვეული დეტალები შეიცვალა. თუკი გასულ წელს საუბარი ტოპ-კლუბებზე იყო და ქართველი გარემარბის დახმარებით ყაზანელები კონფერენს ლიგაზე გავიდნენ, ახლა სლუცკის გუნდს ცუდი დროება უდგას და ხვიჩასაც ღიად დასცინიან. კვარაცხელია დრიბლინგებით ისევ გამოირჩევა, მაგრამ სეზონის ნახევარზე მეტში გატანილი მხოლოდ 1 გოლი უბრალოდ სირცხვილია. "რუბინში" ესმით, რომ მასთან
თანამშრომლობა სარგებელს არცერთ მხარეს არ მოუტანს და კვარაცხელია, სავარაუდოდ, ყაზანიდან ზაფხულში წავა."

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altDaily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

მკითხველის კომენტარები / 15 /
რომ ჩაიხვიეთ რუბინი 18-20 მლ-ს ითხოვს და იმტომ ვერ მიდის ტოპ გუნდშიო, როგორ გგონიათ? ერთნახევარ გოლიან 21 წლის შემტევ ფეხბურთელს რუსული რუბინიდან, საეთოდ უფასოდ გაუფორმებენ კი გრძელვადიან კონტრაქტს დიდი კლუბები, მით უმეტეს შუა სეზონში. მე ძალიან მეეჭვება..........
შულაია
12:28 24-01-2022
5
ფული Ღუპავს სპორტსმენს ფული ....
კლუბები ფასს რომ ადებენ და სპეციალურად Შექმნილი სატრანფერო მახინაციები.
ფეხბურᲗელს ფულიᲗ არ უნდა აფასებედნენ ..
ამიტომ ვერ მიდის რუბინიდან ხვიᲩა.
18 მილიონს არავინ გადაიხდის რომ Შეაფასეს ...ამ ᲗანხიᲗ უკეᲗესს იᲨოვიან...ეს Ღუპავს პერსპექტიულ სპორტსმენს
მოქალაქე
12:13 07-01-2022
2

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული