"ფერენცვაროშმა" ახალი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის ხელმძღვანელობით შეკრება ბუდაპეშტში კლუბის ბაზაზე დაიწყო. გუნდთან ერთად ემზადება მცველი ლაშა დვალი, შემტევი გიორგი ხარაიშვილი კი კვლავ ტრავმირებულია.
ამ დღეებში "ფერენცვაროში" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 13 იანვარს "სენტ გალენთან", 15 იანვარს "კლუჟთან" და 18 იანვარს "ლუგანოსთან" და დვალს ჩერჩესოვი თამაშებისას დააკვირდება.
"ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ გასული სეზონების მსგავსად დამაჯერებლად ვერ ასპარეზობს (მეორეადგილოსან კიშვარდას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს) და ამან გამოიწვია გუნდში მწვრთნელის შეცვლა.
ესპანური შეკრების შემდეგ "ფერენცვაროში" ბუ
დაპეშტში დაბრუნდება და 27 იანვარს, მე-18 ტურში "პუშკაშს" დაუპირისპირდება.