გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოში" არ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა.
როგორც ცნობილი ხდება, "ნასიონალმა" ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 400 000 ევრო მოითხოვა, პორტუგალიელები იჯარაზე უარზე იყვნენ და შეთანხმებაც ვერ შედგა.
არაბიძე 12 იანვარს პორტუგალიაში გაფრინდება და "ნასიონალთან" ერთად გააგრძელებს მზადებას. მას ამ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
ფეხბურთელმა გასული სეზონი განათხოვრების წესით "სამტრედიაში" გაატარა, სადაც 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.