"ჩაკვეტაძეს იჯარით წასვლა უნდა, მაგრამ..." - ბელგიური პრესა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს

AutoSharing Option
ბელგიური voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს.

როგორც აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, ჩვენებურს იჯარით წასვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა "გენტი" ამაზე უარზეა.

ამის მიზეზი კი ბელგიელების მხრიდან ქართველი ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებია.

"გენტის" მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ჩვენებურს სავარჯიშო მონდომება აკლია და მას სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.

ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს "ფლორასთან" კონფერენს ლიგის მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მას შემდეგ კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
კი, მესმის რო აღარ ვარჯიშობს, მაგრამ ფაქტია მაგ გუნდში თავს ვერ გრძნობს კარგად, გაუშვან ერთი სეზონი, შეიცვალოს გარემო და ნახონ, თუ კი ისევ დაუბრუნდება ხალისი და ისევ დაიწყებს განვითარებას არ იქნება ურიგო ვარიანტი, თუ არა და ეხლაც კი არის უთამაშებელი. ერთი ფაქტი ისიცაა რო მაგ გუნდის თავკაცობამ მიიყვანა ოპერაციამდე როცა მიუხედავად მუხლის პრობლემებისა მაინც რო ათამაშებდენ.
გიორგი
09:45 10-01-2022
0
ძალიან კარგი რომ არ უშვებენ. ამას უნდა რომ ისეთ გუნდში გაუშვან სადაც არ ივარჯიშებს და მაინც ათამაშებენ. რა დკნის გუნდი იქნება ხომ წარმოგიდგენიათ. ხოდა საბოლოოდ დაიღუპება იქ. დროსაც აძლევდნენ და ნელნელა აბრუნებდნენ ძირითადში მაგრამ ვარჯიში არ უნდა და თავის შეწუხება. მარტო ეგ მწვრთნელი რომ იყოს უკმაყოფილო კიდევ შეიძლებოდა მაგ ბელგიელებზე გადაბრალება (თან ჩვენ როგორ გვიყვარს სხვებზე გადაბრალება ჩვენი პრობლემების) მაგრამ სანიოლიმ და მერე ხიზანამაც იგივე თქვეს. ხოდა დარჩეს სადაც არის, მოიკლას თავი ვარჯიშით დაიმსახუროს ძირითადში ადგილი. მორჩეს ეს "მტრები გვყავს" ძახილი
საკუთარითავია მაგის მტერი. თუ მიხვდება კარგია, არადა სპორტსმენი არ ყოფილა და სხვა საქმეს მოკიდოს ხელი. თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ფსიქოლოგი აიყვანოს და იმკურნალოს. და ნუ აპრავებთ აქ ზოგიერთები.
არტ
10:17 09-01-2022
1

სიახლეები პოპულარული