"ჩაკვეტაძეს იჯარით წასვლა უნდა, მაგრამ..." - ბელგიური პრესა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს

AutoSharing Option
ბელგიური voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს.

როგორც აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, ჩვენებურს იჯარით წასვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა "გენტი" ამაზე უარზეა.

ამის მიზეზი კი ბელგიელების მხრიდან ქართველი ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებია.

"გენტის" მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ჩვენებურს სავარჯიშო მონდომება აკლია და მას სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.

ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს "ფლორასთან" კონფერენს ლიგის მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მას შემდეგ კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩუმად ხალხოოოო ! როგორ ბედავთ ჩვენ მეგობრებზე ასეთ ლაპარაკს @ ბელგიელები ხომ ჩვენი მეგობრებოი არიან ! ამის გამო რუსეთუმეობას მოგაკერებენ ! დიდი ამბავი თუ ვიღაცა ჩაკვეტაძეს კარიერა დაუნგრიეს ! მთავარია რომ ჩვენი მეგობრები არიან და მალე (ასე 50-70 წელში) ნატოში მიგვიღებენ!!
zura222
08 იანვარი 2022 22:20
29
პროვინციელი ასფალტს, რომ დაინახავს და მეტროს კალატორზე კატაობს ეეე, ზუსტად ეგ პონტია სიმონ,.. მოწიე და მოგეწევა ჰარიი ჰააა რა ლეეეე, მაგ დროს სირბილი კი არა, ლომი რომ გამოგეკიდოს ფეის განძრევა გეზარება კაცს. ეს კაცი ზუსტად ამართლებს ქართულ ხასიათს; ქართველები ნიჭიერები ხართ, მაგრამ ზარმაცებიო, ამას რომ გვეტყვიან მაგრად გვიტყდეება სიმონ..
ადამიანი სანამ ღვინის დაყენებას ისწავლიდა, ღმერთთან მივიდა და რაიმე გასართობი მომეციო სთხოვა, ღმერთმა თავის ფხანა დაიწყო, თან ფიქრობდა, რა ვასწავლო ადამს ისეთი, რომ მოეწონოსო.. ადამმა უყურა რომ ღმერთი თავს იფხანდა, იფიქრა ალბათ მანუშნებს რა უნდა გავაკეთოვო და თვითონაც დაიწყო ფხანვა, დაიწყო და წელს ქვემოთ რომ ჩაცდა, ისტე მეეწონა, ისთე რომ..... რავა, არაა მართალი თუ? ფხანვაზე დიდი სიამოვნება რა გეგულებათ? განსაკუთრებით, თუ გეფხანება კიდეც...ორ ნაპასს რავარც ამოარტყავ, ფხრრ ფხრრ ფეხის კუნთებიდან რომ დაიწყებ ფხანვას, მერე ცალ ფეხზე არა გკიდია ბურთი და მოედანი?
ნიჭიერია! ტალანტია! ჩვენი იმედია! ესაა, ისაა, ბაზარი აარაა, კარგად თამაშობდა, მაგრამ როგორც გაბუქეს, მთლა იმ დონისა რომ არ იყო, ეგ ხომ მაინც იცით თქვენ? ფესბურთელები არ გვყავს და იმათ ფონზე გამოჩნდა, თორემ მაგაზე მაგრები ყავთ სხვა ქვეყნებში, მარა ჩვეულებრივ ფეხბურტელებად ითვლებიან, ტალანტი და მოვლენა იყო მესი, მარადონა, პელე, ყიფიანი, დარასელია.
ყველას ვერ ჩამოვთვლიკ, ერთი ორჯერ საცხა გააფხაკუნა, ფასის ასაწევად აქეს ადიდეს და ჩვენც ავარდით არაბულ კაჭკაჭებივით, კარგით რააა... სიმართლეს ცალი თვალით მაინც შეხედეთ.. თუმცა საწყენია, რომ რისი მიხწევაც შეუძლია, საიმისოდ არ შრომობს, დაიკიდა უკვე, მაგრად დაიკიდა, სხვა გასართობი ნახა, უფრო ადვილი და შედეგიანი, დიდხანს ლოდინი და დიდი შრომა რომ არ უნდა.
ბაც! და ისეთ სამყაროში იჩითები, ორ წუთში ბრუნეის სულთანი ხარ. ამის მრე ტახტს დათმობთ და სირბილს დაიწყებთ? . თქვენ რომ გაგისწორდეთ, გახარებული იყოთ და მიდი გიო და ავოიეეეს! ღრიალით დაიხეთქოთ ყელის ძარღვები, ამიტომ ჩაკვეტაძემ უნდა ირბინოს ფოშტის ცხენივით? თქვენი სიამოვნების გულისათვის კაცმა წვიმაში და ქარში ბურთს უნდა სდიოს? იქნებ არ უნდა, ან ხალისი დაკარგა, აღარ უნდა ბურთი, შაღონდა ხალხოოო! ვაააახ, ძალაზე ხაართ ტოო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
09 იანვარი 2022 03:18
3
ნიჭიერი ფსიქოლოგიური პრობლემებით.
ასა
08 იანვარი 2022 23:45
0
ჩემი აზრით ამ ეტაპზე გენტიდან წასვლა არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში იმიტომ ,რომ 3 წელია ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია ჩაკვეტაძეს არც კლუბში და არც ნაკრებში და 3 წლის წინ რა დონეზე იყო ეგ არავის აინტერესებს დღეს, ნორმალური გუნდი ახლა ნამდვილად არ გადაიხდიდა იმაზე მინიმუმ 2 ჯერ მეტ თანხას რამდენადაც გენტმა იყიდა და გენტი თუ გაყიდიდა იმ ფასად გაყიდის რომ გაცემული ხელფასი და ხარჯიც აინაზღაუროს რაც დახარჯა ჩაკვეტაძის ტრანსფერზე ხელფასზე და მკურნალობა ჩვენ მოგვწონს არ მოგვწონს კომერციული კლუბების მიდგომა ასეთია დღეს გენტმაც იცის რომ არავინ გადაიხდის იმდენ თანხას რამდენის მიღებაც სურს კლუბს.
ტრანსფერს რაც შეეხება ზოგადად ზამთრის ტრანსფერს ყოველთვის ჯობია ზაფხულის ტრანსფერი ზამთარში უფრო ადვილია კლუბის პოვნა და შემადგენლობაში ჩაჯდომა რაც შეეხება სათამაშო დროს ეგ ჩაკვეტაძეზეა დამოკიდებული კლუბში არის შიდა კონკურენცია და ვარჯიშებზე თავისი მოდნომებით და შრომით უნდა დაამტკიცოს და ჩაჯდეს შემადგენლობაში.
Gio
08 იანვარი 2022 23:03
0
წარმატებები გიორგი ჩაკვეტაძეს.არა მგონია რამეში ცდებოდეს,თუ რაიმე ქართული ჭირი არ სჭირს,რმლის დაძლევასაც ერის გასახარად ვთხოვთ ყველანი.
ilia
08 იანვარი 2022 18:43
1
აი ჭკვიანური გადაწყვეტილება,მაინც მოუწევს რუბინის დუბლებში მისვლა,გაერთობა იქ,დატკბეს კვარაცხელიას თამაშით..
რუბინი
08 იანვარი 2022 19:00
14
რომაში ხომ არ წავიდეს და მხითარიანის თამაშით ხომ არ დატკბეს
ყარაბახი აზერბაიჯანია
08 იანვარი 2022 22:02
4
მე უკვე სერიოზულად ვშიშობ ველურმა ბელგიელებმა გიო არ ჩამოახრჩონ!
aburjga
08 იანვარი 2022 18:55
6
კი, მესმის რო აღარ ვარჯიშობს, მაგრამ ფაქტია მაგ გუნდში თავს ვერ გრძნობს კარგად, გაუშვან ერთი სეზონი, შეიცვალოს გარემო და ნახონ, თუ კი ისევ დაუბრუნდება ხალისი და ისევ დაიწყებს განვითარებას არ იქნება ურიგო ვარიანტი, თუ არა და ეხლაც კი არის უთამაშებელი. ერთი ფაქტი ისიცაა რო მაგ გუნდის თავკაცობამ მიიყვანა ოპერაციამდე როცა მიუხედავად მუხლის პრობლემებისა მაინც რო ათამაშებდენ.
გიორგი
10 იანვარი 2022 09:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული