"მწვრთნელი მისი ტალანტით მოხიბლულია" - ირაკლი აზაროვი ბერძნული გრანდის სატრანსფერო სიაშია

AutoSharing Option
new.fox-24.com "ოლიმპიაკოსის" სატრანსფერო გეგმებზე წერს და აღნიშნავს, რომ პირეოსული გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარცხენა მცველს აუცილებლად შეიძენს.

კლუბის მთავარი სამიზნე "პარმას" 20 წლის მცველი ვასილის ზაგარიტისია, თუმცა ფეხბურთელს ჯერჯერობით ტრანსფერზე თანხმობა არ განუცხადებია.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგება და ფეხბურთელიც სამშობლოში დაბრუნებას ისურვებს, (ადრე ის "პანათინაიკოსში" თამაშობდა), ტრანსფერიც დაუყონებლივ შედგება.

გეგმა B რომელიც "ოლიმპიაკოსს" აქვს ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველ ირაკლი აზაროვს უკავშირდება.

როგორც ამბობენ, პირეოსელთა პორტუგალიელი მწვრთნელი პედრო მარტინში ჩვენებურის თამაშითა და ტალანტით ძალიან მოხიბლულია.

წყარო ასევე აღნიშნავს,
რომ აზაროვის მიმართ სხვა გუნდებიც იჩენენ ინტერესს. ბერძნული საიტი წერს, რომ "ტრაბზონსპორსა" და "დინამოს" შორის 2 მილიონ ევროზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ბოლოს ბათუმელებმა სატრანსფერო ფასი აწიეს და გარიგებაც არ შედგა.

როგორც იწერება, "ოლიმპიაკოსი" აზაროვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და შესაძლოა, მის გადმობირებაზე მუშაობაც დაიწყოს, თუ ზაგარიტისის ტრანსფერი არ შედგა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაყიდეთ სანამ უნდათ
შოკირებული გულშემატკივარი
00:07 09-01-2022
4
რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ვერ პროგრესირებენ. არადა პირიქითაა, თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ბიჭი სწრაფად პროგრესირებსო. რომ პროგრესირებს ზუსტად რომ საქართველოს ჩემპიონატის დამსახურებაა. შეიძლება მაღალი დონე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენთან გახსნილი თამაშებია, მწვრთნელის ნდობა, მუდმივი სათამაშო დრო აქვს და ამიტომაც მოუმატა. სილქ ტვ-ზე ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემის პრომოში ბიძინა ბარათაშვილი იძახის დაახლოებით ასეთ ფრაზას: "საშიშია არა ის, ვინც ბევრი ილეთი იცის, არამედ ის, ვინც ერთი ილეთი იცის და ამას აკეთებს მუდმივად". ასეა, საქართველოში ჯერ ერთი, რომ გარემო აქვს ნაცნობი და უკვე ადაპტირებული და მეორე, მეტი თავისუფლება აქვს ფეხბურთელს აკეთოს რაც უნდა და მაქსიმალურად დახვეწოს საკუთარი უნარები. ერთი სიტყვით, აქ "სასათბურე" პირობები აქვთ და შეუძლიათ თავიანთი ნიჭის განვითარების პიკს მიაღწიონ. იქამდე, სანამ მართლა კარგი შემოთავაზება არ ექნებათ. ამ დროს თვითონაც უფრო მეტად იქნებიან მზად. ასე მგონია მე))
პ.ს. პაპუნაშვილია ამის საუკეთესო მაგალითი. 2-ჯერ დაბრუნდა საქართველოში და ორივეჯერ ზუსტად საქართველოში მიაღწია საუკეთესო ფორმას. რამდენჯერაც წავიდა, იმდენჯერ "მოკვდა", როგორც ფეხბურთელი.
Levani-ს
22:06 08-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული