კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

AutoSharing Option
რუსული Euro-football-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერს:

"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის, შესანიშნავი ფეხბურთელების, სხვა კლუბში გადასვლა "რუბინის" ხელმძღვანელობის ხელშესახები წარმატება იქნება და  ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტში ბევრი თანხის დამატება შეუძლია.

ყველაფერი ეს, თუ, რა თქმა უნდა, ორივე გონს მოვა: ერთი - ტრავმის შემდეგ, მეორე კი - სეზონის გულწრფელად სუსტი დაწყების. მაშინაც კი, თუ ძვირად ვერ გასხვისდებიან,  მოზიდული თანხა დახარჯულ ღირებულებას მაინც აღემატება. ასე იყო მაკაროვის შემთხვევაშიც - "დინამოსგან" მიღებული "ნეფტეხიმიკისგან" შეძენილისგან ბევრად მეტი იყო.

შიდა ბაზრის შესახებ კლუბის ხედვა ერთგვარად არასტაბილურია -
დახარჯული ფული და დამყარებული იმედები ხშირად ვერ მართლდება."

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო საუბრები აქტუალობას არ კარგავს. ბოლოს ის ინგლისურ "ვულვზს" დაუკავშირეს.

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altDaily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ერთმანეთის შურის,სიხარბის,შუჭმის პოზიციიდან ნუ შევხედავთ ნებისმიერ მოვლენას.იმ კაცმა, არველაძემ,გასაგებად თქვა,რომ არასწორ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე.(ამას გულისხმობდა).კვარას წარმატებები მას ჩვენზე ნაკლებად არ უხარია.
ილია
14 თებერვალი 2022 12:34
0
ხალხო ცუდი ფეხბურთელი არ არისო, უბრალოდ არ ღირს მაგდენიო ჯერჯერობითო თქვა კაცმა,
ზურა
20 იანვარი 2022 20:36
0
ნუ შეაწუხეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი... წარმატებები ხვიჩას!!!
tngh
20 იანვარი 2022 14:38
1
ხალხო რას აბულინგებთ არველაძეს რა თქვა არასწორი რატომ გგონიათ რომ ევროპელები ისე ადვილად გადაიხდიან ქართველში 20-25 მილიონს როგორც დანიელში, შვედში ან თუნდაც ხორვატში. დამისახლეთ ერთი ქართველი ტალანტი ვინც თავის ნიჭი ბოლომდე სრულყო, ჩამოვთვლი აქვე: ჭანტურია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ყენია, ზარანდია, არაბიძე და ამათ ემატება ჩაკვეტაძეც რომ ვაკვირდები და თქვენ რა გგონიათ ევროპელები ამას ვერ ან არ ამჩნევენ. დროა ჰაერში ფიქრს მოვეშვათ და არა ამქვეყნიურ ოცნებებს, უნდ ვიაზროვნოთ პრაგმატულად, ქართველებს გვჩვევია სასურველის რეალობად გასაღება, შენიშნვას ვერ ვიტანთ, ჯანსაღი კრიტიკა არ გვინდა და ვართ ასე ჩაფლავებული. შოთამ თქვა სწორად ყველაფერი ამაზე კიარ უნდა აიბზუოს ცხვირი ხვიჩამ და ვიგინოთ ჩვენ. დამისახელეთ როდის გვყავდა ქართველებს აიქასის დონის გუნდში თავდამსხმელი რომელმაც სეზონში 37 გოლი გაიტანა. ივარჯიშო ბატონო ხვჩამაც, მოუმატოს, პრესინგზე თამაში ისწავლოს, ფიზიკაში გაძ₾იერდეს, პასის კულტურა დახვეწოს და წავა ევროპაში აბა რა იქნება. ეგება ამ ხვიჩამ მაინც შეძლოს ახალი სტატუსი დაუმკვიდროს ქართველ ფეხბუღთელებს ევროპაში და მათ გზაზე გაიკვალოს სხვებმაც. თორემ ვინც წავიდა საშუალოზე დაბალი დონის გუნდში ყველამ ჩაისვარა და აქ ხალხი კიდე არველაძეს აბრალებთ რატომ არ აქვთ ევროპელებს ნდობა ქართველი ფეხბურთელების მიმართო!
მამუკა
20 იანვარი 2022 13:39
0
არველაძე არც ფეხბურთელობის დროს მომწონდა და არც მწვრთნელად... ტაშკენტში ფულით გაძეძგილ გუნდში დაყარა ტიტულები სხვაგან რა ქნა? ყველგან გამოაბუნძულეს... ფეხბურთელობის დროს აიაქსი და რეინჯერსი თავის ქვეყნებში საუკეთესო გუნდები იყვნენ კი გაქონდა გოლები მაგრამ მანდ იმდენი გოლი გადის... პანტა პუნტით. დაცვას არ აქცევენ ყურადღებას. თავი ტოპ ფორვარდი რო გონია წასულიყო იტალიაში ესპანეთში ან ინგლისში და იქ ეჩვენებინა რა შეეძლო... იცოდა რომ ვერ გაქაჩავდა და მაგიტომაც იყო იქ სადაც იყო. ნაკრებში კი გაიტანა ყველაზე მეტი გოლი მაგრამ თავს არ იკლავდა თვეების უთამაშებელი ქეცბაია სჯობდა ხოლმე მთელ ამ გაპიარებულ სასტავს...... ფეხებს კარგად უფრთხილდებოდნენ და მერე უკვირდათ რატო ვერ გადიან ევრო ან მსოფლიოზეო))) კვარა დღევანდელი ფასებით 20 იც ღირს და მეტიც.... მაგრამ ქართველია და ეს უკვე დიდი ფასის დაგდებაა. კვარას ნახევარი რო იყოს ბრაზილიელი ან არგენტინელი 20-30 ეღირებოდა... რეალმა რეინიერი 35 მილიონად იყიდა და 3წელია დორტმუნდის სკამს ხეხავს..... ღირდა ეხლა ეგ ბიჭი 35 მილიონი?
რონი
20 იანვარი 2022 13:11
10
ნეტა არველაძის დონეზე ითამაშონ და შენ მოგწონს თუარა ეგ მეასე ხარისხოვანია პატივცემულო
roina
20 იანვარი 2022 13:21
0
ფეხბურთის მცოდნე ადამიანებთან მაქვს ეგ შეკითხვა:
როცა ტრანსფერმარკეტი ფეხბურთელს ფასს ადებს, რის მიხედვით არის ეს ფასი შედგენილი? ვისი შედგენილია და ფეხბურთელს ან გუნდს თუ მიუძვის ამაში ბრალი?
ტრანფერმარკეტმა რომ გადაწყვიტა კვარაცხელია 16 მილიონი ღირსო, არველაძე დადის და იძახის, სიმეონემ მითხრა არ ღირსო :))
სავარაუდოდ საჩივარი უნდა გადავცეთ ტრანსფერმარკეტს იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელი ძვირად შეაფასა.
ჩვენზე არაადეკვატური ხალხი არ მეგულება დედამიწის ზურგზე.
მადლობთ ყურადღებისთვის.
Skeleton
11 იანვარი 2022 17:58
0
მას წინათ ამავე საიტზე,ფეხბურთელის შეფასების კრიტერიუმის ფოტოსურათი იყო დადებული.არც ინგლისური ვიცი,სამწუხაროდ და აღარც მხედველობა მაქვს ძველებური,რომ საკმაოდ ბუნტი ცხრილიდან რაიმე გამეგო,მაგრამ ის კი დავითვალე,რომ შეფასების 24 კრიტერიუმი ჰქონია და ამას ალბათ მენტალურიც უნდა დავამატოთ.ასე რომ ფეხბურთელის შეფასება,ვფიქრობ რომ საკმაოდ ობიექტურად ხდება.სხვა საქმეა კონიუნქტურა,სანახაობრივი ფაქტორი და მოცემულ მომენტში კონკრეტული ამპლუის ფეხბურთელზე მოთხოვნა.სწორედ მოცემულმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული ფეხბურთელის არ დაფასება,ან გადაფასება,დროის კონკრეტულ მომენტში.სწორედ აქედან გამომდინარე,ატლეტიკოს მწვრთნელ დიეგო სიმეონეს არ სჭირდება ამ ამპლუის ფეხბურთელი,ასეთ ფასად და არველაძეზე თოფის სროლა,სრული უაზრობაა.რა,თვითონ მოიგონა ეს სიტყვები?ან მილიონად რომ იყოს,უარს იტყოდა ხვიჩაზე?მე მგონი,სწორად ვფიქრობ.
სოსო
20 იანვარი 2022 14:32
1
ჯერ სად ნახა სიმეონემ კვარაცხელიას თამაში იმდენჯერ, რომ დასკვნა გამოიტანა, ეგ მხოლოდ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. ამ ჩვენს “კომბლესაც” გაუხარდა და გვახარა, არ ღირებულაო და კიდევ სიმეონეს ვიცნობო ))
მართლა ჩოლოა
20 იანვარი 2022 10:42
2
ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი ოფიციალურად და ან ხვიჩა ან სხვა ვინმე რა შუაშია. ვინც აპროტესტებთ არველაძეების ჩათვლით შეგიძლიათ უჩივლოთ ტრანსფერმარკეტს, რატომ დაადეთ კვარაცხელიას 18 მილიონი (უკვე 16) ფასითქო.
გაუძლებს მაგ წნეხს. ეგ არ არის ჯანსაღი კრიტიკა მაგრამ არაუშას.უბრალოდ ამხელა დონის ლეგენდის მხრიდან ცოტა არიყოს სირცხვილია ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დამაკნინებელ კონტექსტში საუბარი.
Skeleton
11 იანვარი 2022 17:46
1
მაინც რას იხევით ერთ ადგილზე - კვარას 20-25 მილიონის გაყიდვით? საერთოდ რომ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად გაუშვან რომელიმე ტოპ გუნდში-არა? რომელიღაც რუსული გამოცემა ბჭობს,როგორ გაყიდოს სარფიანად ხვიჩა რუბინმა და ფული იშოვოს, თორემ ერთ ადგილძე კიდიათ მისი მომავალი საფეხბურთო კარიერა.არველაძის და მითუმეტეს სემიონეს დონის სპეციალისტმა მშვენივრად იცის,რომ ერთნახევარ გოლიან კვარაში 20-25 მილიონ ევროს ევროპაში არავინ გადაიხდის. რა სთქვა შოთიმ ისეთი? შეეკითხენ და უპასუხა-ამ ეტაპზე გაბერილი ფასიაო....სემიონემ იგივე მითხრაო....
ჩასაფრებული
11 იანვარი 2022 15:13
7
სიმეონეს, რომ მაღალი კომპეტენცია ჰქონდეს ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების დადგენაში ჟოაო ფელიქსში არ გადაიხდიდა 11
0 მილიონს. ისე სადაც გრილიში 120 მილიონად გაიყიდა, კვარაცხელიაში 16 მილიონის მოთხოვნა არამგონია გადაჭარბებული იყოს. აბა ის იყო სწორი 79 ლარად, რომ მიყიდეს მამარდაშვილი შავი პარასკევის აქციაზე ვალენსიას?!.
H
20 იანვარი 2022 10:08
0
ხოდა ვინ იხევა კარგად ჩანს _არველაძეები და შენნარი ჩასაფრებულები))) რუბინი როდესმე მაინც გაყიდის მოუწევს უბრალოდ და ამიტომ არაა საჭირო ზედმეტი მატრაკვეცობა.სიმეონე არაა ტრანსფერმარკეტის დირექტორი და შოთის ინტონაციები მინიმუმ გაუგებარია.ჩანს რომ ხვიჩას დარდი კი არ აქვს რო სადმე გადავიდეს არამედ ინტერესი აქვს რამდენი ღირს.
)))
13 იანვარი 2022 13:25
3
ხვიჩა რომ ტალანტია ამის უტყუარი დასტური ტრანსფერმარკეტია. ფასი რამდენიმე მილიონი ამას ამბობს თვალნათლივ. მაგრამ ეს არ არის იმის გარანტი რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ეს უკვე, თავად ხვიჩამ ყოველი მომდევნო თამაშით უნდა შექმნას. ძალად და სასათბურე პირობებით დიდი ფეხბურთელები ვერ ხვდებიან. მათ მიმართ სულ არის და იქნება უამრავი ჭორ-მართალი, კრიტიკა და ქება-დიდება. თუ ამას ვერ გაუძლო, არველაძეები და ვინმე კი არა მთელი ქართველობა როგორც არ უნდა ერთ მუშტად მივაწვეთ მაინც არაფერი გამოვა. ჩვენ სამწუხაროდ გვყავს არაერთი ნაადრევად გამქრალი ან შეუმდგარი ტალანტები. ასე რომ ყველაფერი მის ხელშია. მინდორზე უნდა ამტკიცოს რომ დიდია, ყველგან სადაც არ უნდა იყოს: რუსეთში, თელავსა თუ მადრიდში. მოკლედ თავისი ტალანტის რეალიზება უნდა შეძლოს ეხლა და იქ, ან მაშინ და იქ სადაც ითამაშებს. სხვა შემთხვევაში ვინც არ უნდა, რა ტრანსფერიც არ გაჩარხოს მაინც სკამის ხეხვა მოუწევს სამწუხაროდ, ამას ხომ ყველა ვხვდებით. რასაც არ ვისურვებდი არავითარ შემთხვევაში. მისი თამაში ზოგჯერ აშკარად საუცხოო იყო და ამას ყველა აღნიშნავდა რუსიც, ქართველიც და გადამთიელიც. წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველ ფეხბურთელს და ჩვენ გულშემატკივრებს ამ ახალ წელს!
ამატაკი
11 იანვარი 2022 15:12
1
ეს არველაძეები არც მე მევასება მარა ეს შოთი ყველაზე ნორმალურია ეხლა მაგათ შორის. და მართალი თქვა. რუსები გაამტყუნა "შორიდან" რომ სპეციალურად დაადეს გაბერილი ფასი მყიდველების დასაფრთხობად. სიმეონემ ხომ უთხრა 20 მილიონი არ ღირსო ეგ ზედმეტი ფასიაო აშკარად
xxxxx
10 იანვარი 2022 16:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული