კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

AutoSharing Option
რუსული Euro-football-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერს:

"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის, შესანიშნავი ფეხბურთელების, სხვა კლუბში გადასვლა "რუბინის" ხელმძღვანელობის ხელშესახები წარმატება იქნება და  ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტში ბევრი თანხის დამატება შეუძლია.

ყველაფერი ეს, თუ, რა თქმა უნდა, ორივე გონს მოვა: ერთი - ტრავმის შემდეგ, მეორე კი - სეზონის გულწრფელად სუსტი დაწყების. მაშინაც კი, თუ ძვირად ვერ გასხვისდებიან,  მოზიდული თანხა დახარჯულ ღირებულებას მაინც აღემატება. ასე იყო მაკაროვის შემთხვევაშიც - "დინამოსგან" მიღებული "ნეფტეხიმიკისგან" შეძენილისგან ბევრად მეტი იყო.

შიდა ბაზრის შესახებ კლუბის ხედვა ერთგვარად არასტაბილურია -
დახარჯული ფული და დამყარებული იმედები ხშირად ვერ მართლდება."

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო საუბრები აქტუალობას არ კარგავს. ბოლოს ის ინგლისურ "ვულვზს" დაუკავშირეს.

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altDaily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

მკითხველის კომენტარები / 33 /
არველაძის კეთილგანწყობაში რატომ გეპარებათ ეჭვი.სიმართლე,რომ თქვა იმიტომ ხომ.არ არის რუსეთი მაგ ბიჭის არსად გამშვები სანამ პერსპექტიულია.ახლა ცოტა არ გაგიტყდეთ რუსეთის სინამდვილეში უნახავად შეყვარებულები.
ილია
10 იანვარი 2022 11:10
2
არველაძემ რა კომენტარიც გააკეთა მაგით დაეხმარა კვარას რუსეთიდან წამოსვლაში?
ზედმეტი ლაპარაკის მაგივრად რომელიმე გავლენიანმა ფეხბურთელმა მართლა რომ გაუკეთოს საქმე და რუსეთის იმედად არ დარჩეს ბიჭი ეგ გვინდა ჩვენ ხალხო!
არველაძის არაკომპეტენტურ ნათქვამს თუ ვაპროტესტებთ ესე იგი რუსეთი გვიყვარს და რუსეთში გვინდა ხვიჩა რომ დარჩეს? რა ლოგიკაა :დ
რუსეთზე მართლა შეყვარებულ ადამიანსაც კი არ ენდომება დღეს ხვიჩას რუსეთში ყოფნა.
მთლად სასწაულად უნდა გიჭირდეს ეგ რომ გინდოდეს :დ
Winter
10 იანვარი 2022 12:17
4
არველაძეებმა რომ ცოტა ჭკუას მოუხმონ დროა დიდი ხანია. ყველას ყველაფერი ახსოვს და არც მათი თურქეთისთვის დაღვრილი ოფლი დაგვვიწყებია.არც ის დაგვვიწყებია თურქეთი ვინ არის. როცა ფული უფრო ღირებულია ვიდრე შენი ქვეყნის ისტორია და პრინციპი...ჩუმად უნდა იყო.
მე ქართველი ვარ.
10 იანვარი 2022 08:11
18
არველაძემ მაგრად მიქარა თავისი კომენტარით. რომც ეთქვა სიმეონეს ის რასაც არველაძე ამბობს, ეგ რა გასახმოვანებელი იყო. ზოგადად მე წინააღმდეგი ვარ ფეხბურთელებისათვის თავზე ხელის გადასმის და არც კრიტიკისაგან მათ დაცვას ვემხრობი, მაგრამ ეს კრიტიკა არაა. რაღაც უსიამოვნო ელფერი დაკრავს - ანტიპატია იგრძნობა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს ბოლობოლო.
არტ
10 იანვარი 2022 02:22
7
ვეთანხმები ყველას ვინც არველაძეების ამ გამოხტომას უარყოფითად აფასებს, სიმიონეს არა იმას კიდე დარწმუნებული ვარ საერთოდ არ იცის სიმეონემ რუბინის არსებობა და რომც რამე ეთქვა რატო ტკენთ გულს ახალგაზრდა კაცს. აქ საქმეშემდეგშია კვარაცხელია გახდება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში და ალბათ ყველაზე მაგარი მითუმეტეს შემტევ ფეხბურთელებში კალაძესაც აჯობებს ალბათ მილანზე უკეთეს გუნდში მოხვდება და აიქსზე და გლაზგო რეინჯერსზე ხო საერთოდ მოკლედ გაგვაბრაზეს თავიანთი გამოხტომით ჯერესერთი ნაკრების გაწვრთნაზე უარის თქმით გამოჩნდა ვინც არი სამშობლოს არ ებუტებიან და ვინმემ თუ გაწყენინა ჯერ დაფიქრდი იქნებ შენ მიეცი საბაბი კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო.
კახა
10 იანვარი 2022 00:14
7
კვარა, შენ იყო ცუდი ბიჭი, თუ ყველას არ მოაკეტინო და მაგარი ფეხბურთი არ ითამაშო. - შეგიძლია მეგობარო და დაადუმე რა კრიტიკოსები (მოძულეები)…
ირაკლი
10 იანვარი 2022 00:01
0
არველაძეს,რომ სიკეთე უნდა ორი აზრი არ არსწბობს.ამ ატაპზე განსაკუთრებით, რომ უნდა მოვერიდოთ რუსეთს ესეც ფაქტია.მაგრამ აგერ თვითონ აუწუწურაქეს სული კრასნოდარით.ასე,რომ ჩვენ ოცნებაღა დაგვრჩა,რომ დიდი იმპერია შეგვიცოდებს და გაგვახარებს[ალბათ 200 წლის შემდეგ].
ilia
09 იანვარი 2022 20:43
9
რეებს ბოდიალობ @@
zura222
10 იანვარი 2022 00:30
2
რეკომენდაციის გაწევა სხვა რამეა, თუ გამოვა და მისი რეკომენდაციით რომელიმე ნიჭიერი ფეხბურთელი მაგარ გუნდში მოხვდება და რუსეთში არ ჩარჩება, მაგას რა ჯობია.
მთელი ერი მადლობას გადავუხდით. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ აი მე ვცადე და არავის უნდა, თან სიმეონემ ასე თქვა მაგდენი არ ღირსო... რავიცი მოგწონთ ასეთი მიდგომა?
მე არ მომწონს და ეს ჩემი აზრია.
ჩემი აზრით არავის სახვეწნი არაფერი სჭირს კვარაცხელიას.
არველაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და ახალგაზდა ფეხბურთელების მიმართ სხვანაირი მიდგომა მართებს.
თუ მაინც არ გამოვიდა ატლეტიკო და აიაქსთან მოლაპარაკება, რა ემატება მაგით ახლა რომ აჟღერებს? თავის თავს არეკლამებს ანუ, მე ვცადე და არავის უნდაო.
თან მიამადლა, შენს გამო სიმეონეს ველაპარაკე (სიმეონეს იცნობს გავიგეთ) და მაინც არავის უნდევხარო.
რომ შეენახა ეგ აზრები თავისთვის არა?
კარგით რა.
Skeleton
09 იანვარი 2022 20:21
1
100% გეთანხმები
კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2022 22:57
0
ესეა მთელს საქართველოში. ყვეკა პროფესორია და ყველამ ყველაფერი იცის. საქმე საქმეზე რომ მიდგება ჩასვრილი ბავშვებივით არიან.( დიდოსტატის მარჯვენა კ. გამსახურდია)
გრიგოლი1408
09 იანვარი 2022 19:01
1
აქ არ იყო ზოგი კალაძეს თხოვდნენ და ზოგი ვის მაგ ბიჭზე სიტყვის დასველებას და ეხლა აღარ გინდათ? და არველაძეებს ეჭვით უყურებთ? როდის გახდა ჯუღელი ანგარიშგასაწევი? მართლაც კაცმა ხმა არ უნდა დაძრას და იქნება რუსეთის გლუბინკაში კონტრ.ბოლომდე.
dima
09 იანვარი 2022 18:40
7
რა სიტყვის დასველება მაგაზე რო იყოს ვატო არველაძეზე დაელაპარაკებოდნენ იმ ნაცნობ სიმეონეს არველაძეები და აიყვანდა ვატოს. მართლა რას ბოდავთ. მოკლედ ხვიჩას კომენტირებას შეეშვით და ვატო აკომენტარეთ ძმებო თუ მაინცდამაინც ენა გექავებათ
კაი რაა
10 იანვარი 2022 08:27
3
თემას ვუხვევ თუმცა...
უკაცრავად მაგრამ არ შეიძლება ბატონმა არველაძემ ხვიჩას თავი დაანებოს და კომენტარი აღარ გააკეთოს მასზე?
უკვე მერამდენე ინტერვიუში იძახის, რომ აიაქსს და ატლეტიკოს შესთავაზა, მაგრამ იმათმა დაიწუნეს და თქვეს, რომ ამდენი არ ღირს და ასე შემდეგ.
კვარაცხელიას გუნდი ჰყავს და აგენტი, კარგი თუ ცუდი პატივი ვცეთ, იმას, რაც ოფიციალურად უნდა მოხდეს და არა ჭორაობით.
ისინი გადაწყვეტენ სად გადავიდეს და თუ ვინმე გავლენიანი ქართველი ფეხბურთელი რეკომენდაციას გაუწევს ეს სალაპარაკო და დასაყვედრებელი რატომ უნდა იყოს..
ვინ ეკითხებათ ვეტერანებს მისი ვიღაცეებისთვის შეთავაზებას და მერე მსგავსი დამამცირებელი კომენტარების კეთებას.
ჯერ ერთი ძალიანაც რომ უნდოდეთ ,ატლეტიკოს სტილის ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობს ხვიჩა და არც გუნდისთვის და არც ხვიჩასთვის ეს მომგებიანი არიქნებოდა, აიაქსმა კიდე თავის დროზე შესთავაზა რუბინს, მაგრამ არ გაყიდა რუბინმა.
ვინმემ სთხოვა რომ აიაქსთან და ატლეტიკოსთან საქმე ჩამიწყვეო? თუ რაიმე გააკეთა და მართლა რეკომენდაცია გაუწია, ეგ რა სალაპარაკოა, მითუმეტეს 20 წლის ფეხბურთელის მიმართ მსგავსი კომენტარებით.
ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანაში არც სპორტს და არც ხელოვნებას.
Skeleton
09 იანვარი 2022 15:26
19
ხელოვნებას რატომ ? :))
კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2022 22:58
0
შეეშვით ხვიჩას რა ეს არველაძეები .ვინ ეკითხება რას ეჩრებიან.აშკარად ჩანს რომ სინამდვილეში რაღაცა არ ასვენებთ ძმებს- ბოღმა სავარაუდოდ. ხვიჩაზე დამამცირებელი ვინ და რატო და როგორ უნდა თქვას თუ მისი არ შურს. ადმინ გადაეცი ძმებს დაოკდნენ და თავიანთი ვატო შესთავაზონ აიაქსს და რეაქციებიც გადმოგვცენ თუ ძალიან უნდათ. ხვიჩას აგენტები ესენი არ არიან, ხვიჩას არ უთხოვია და ხვიჩაზე ვითომ ზრუნვას და მერე ვითომ მის გაუფასურებას შეეშვან. არსებობს შემფასებელი საიტი- ტრანსფერმარკეტი.სადაც ვატო არველაძე სხვათაშორის რამდენიმე ათასი ღირს და მასზე და მის შეფასებაზე ილაპარაკონ რამდენიც უნდათ ძმებმა. გვაღიზიანებენ თავისი მომენტები ხვიჩაზე.ზუსტად ასე გადაეცი
ზუსტად მასეა
09 იანვარი 2022 18:42
8
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული