ისრაელის რანგით მეორე დივიზიონში "ნეს ციონას" 32 წლის თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ "რამათ ჰაშარონთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (4:4) ულამაზესი გოლი მაკრატელათი გაიტანა.
კუტალიამ ჩემპიონატის 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 19 ტურის შემდეგ 31 ქულით მეორე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების საბერძნეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ კუტალიამ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში ისეთ ხალხს უნდა მიეცეს შანსი, რომლებიც თავს არ დაზოგავენ.