ხვიჩა თურქულ შეკრებაზე ქართველ მცველთან ერთად მოემზადება

AutoSharing Option
"რუბინი", ტრადიციულად, ზამთრის შეკრებას სამ ეტაპად, 24 თებერვლამდე თურქულ ბელეკში გაივლის, სადაც 20 იანვარს "ფაკელს", 23 იანვარს "ვისლას", 2 თებერვალს "სოჭის", 5 და 8 თებარვალს ჯერ დაუდგენელ გუნდებს, 14 თებერვალს "კრილია სოვეტოვს", 17 თებერვალს მოსკოვის "დინამოს" და 20 თებერვალს "ასტანას" შეხვდება.

კლუბმა უკვე გამოაქვეყნა შეკრებაზე გამგზავრებული ფეხბურთელების სია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად "ზენიტი 2"-ის მარჯვენა მცველი ილია სოსოს ძე ვახანიაა (სიმაღლე 178 სმ). ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, 14 იანვარს 21 წლის გახდება, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 150 ათასი ევროა, აგვისტოსა და
სექტემბერში მხრის ტრავმის გამო არ უთამაშია, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონატის 3 საკვალიფიკაციო მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ვახანია ყაზანურ გუნდში სინჯებზე მიიწვიეს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენს თავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია, ხვიჩას კარგი სეზონი ექნება... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:05 12-01-2022
0
მოიძიეთ ევროპაში ემიგრანტების ოჯახებში,ახალგაზრდა ტალანტები
გიორგი
13:06 12-01-2022
4

სიახლეები პოპულარული