ხვიჩა თურქულ შეკრებაზე ქართველ მცველთან ერთად მოემზადება

AutoSharing Option
"რუბინი", ტრადიციულად, ზამთრის შეკრებას სამ ეტაპად, 24 თებერვლამდე თურქულ ბელეკში გაივლის, სადაც 20 იანვარს "ფაკელს", 23 იანვარს "ვისლას", 2 თებერვალს "სოჭის", 5 და 8 თებარვალს ჯერ დაუდგენელ გუნდებს, 14 თებერვალს "კრილია სოვეტოვს", 17 თებერვალს მოსკოვის "დინამოს" და 20 თებერვალს "ასტანას" შეხვდება.

კლუბმა უკვე გამოაქვეყნა შეკრებაზე გამგზავრებული ფეხბურთელების სია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად "ზენიტი 2"-ის მარჯვენა მცველი ილია სოსოს ძე ვახანიაა (სიმაღლე 178 სმ). ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, 14 იანვარს 21 წლის გახდება, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 150 ათასი ევროა, აგვისტოსა და
სექტემბერში მხრის ტრავმის გამო არ უთამაშია, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონატის 3 საკვალიფიკაციო მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ვახანია ყაზანურ გუნდში სინჯებზე მიიწვიეს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენს თავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი რიგითი რუსიც რო იყოს თუ გამოგვადგა არ უნდა გამოვიყენოთ? ანუ კორონამდე კარგად უბერავდა და ამხელა ქვეყნის ნაკრებში ათამაშებდნენ.ანუ იმ ასაკში როცა კარგ გუნდში უნდა მოხვედრილიყო მოუწია ლოკდაუნი და ფეხბურთის გაჩერება.
ახლა თუ თავს გამოიჩენს(რუბინს წესიერი მარჯვენა მცველი არა ჰყავს) მე მგონი სასწრაფოდ "მეგრელი დესანტი"-ხვიჩა უნდა ჩავრიოთ რო გადმოიბიროს.რუსული სკოლის აღზრდილი შემტევი არ ვარგა თორე მცველები და მეკარეები სულ ნირმალურები ჰყავდათ.
Levani
21:50 11-01-2022
8
რაში გვაინტერესებს ამის ამბები? ერთი რიგითი რუსია ქართული გვარით.
რონი
20:44 11-01-2022
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული