წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან

AutoSharing Option
ფეხბურთის დიდ მოყვარულსა და გადაცემა "კაცების" წამყვან გიორგი ჯანელიძეს sportall-ი დაუკავშირდა და ფეხბურთის შესახებ 10 შეკითხვა დაუსვა:

- ფეხბურთი რატომაც მიყვარს, არის...
- ფეხბურთი ზეიმია, ზეიმი კი ყველას უყვარს...

- სპორტული ჟურნალისტიკა, როცა თქვენ მუშაობდით და ახლა...
- ეს სფერო წინ წავიდა, უკვე 5 ქართული სპორტული არხი გვაქვს. მაშინ, ლიცენზირებულ რეპორტაჟს რომ თავი დავანებოთ, შუქიც კი არ იყო.

- რატომ ვერ ვმონაწილეობთ დიდ სანაკრებო ფორუმებზე?
- მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, კონკურენცია კი - დიდი...  ბოლოს შეგვეძლო "ერთა ლიგის" გავლით გავსულიყავით, მაგრამ ასე
თამაშით ჩრდილომაკედონიელებს ვერ ვაჯობეთ და იღბალი კიდევ ჩვენკენ ამჯერადაც არ აღმოჩნდა.

- როდის აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის (ჯგუფურ ეტაპზე) ჰიმნი ქართულ ქალაქებში?

- იგი მოსმენილი მაქვს ზესტაფონში. ჯგუფური ეტაპის თამაშებს რაც შეეხება, მეც მაინტერესებს.

- საქართველოს ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერისა და ექტორ რაულ კუპერის წარუმატებლობას როგორ ხსნით?
- ისევე, როგორც სხვა ნებისმიერისას.

- ქართველ ფეხბურთელებზე არაერთი ლეგენდა გვსმენია - მაგალითად, გიორგი ქინქლაძეზე, ზაზა ჯანაშიაზე. რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო ისტორია?
- ისტორია შეიძლება ლეგენდაც იყოს, მაგრამ მაინც პასუხისმგებელი პირი ჰყავს. ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება - კახა ცხადაძის კომენტარი მახსენდება, პოლონეთთან იმიტომ წავაგეთ, რომ მატჩის ბოლოსკენ დავჯექიო. მესმის, რომ რამდენიმე დღეში ნაკრებს კიდევ ჰქონდა თამაში და მწვრთნელმა ამ ნათქვამით ფეხბურთელებს წაგებულ შეხვედრაში საკუთარი ბრალის განცდის ტვირთი შეუმსუბუქა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი კომენტარი იყო.

- წარმოშობით ქუთაისიდან ხართ. "ტორპედოს" ფანები გამორჩეულები არიან. რა შეგიძლიათ თქვათ მათზე?
- მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ!

- რომელია საყვარელი კლუბი და წარმოგიდგენიათ თუ არა იქ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში?
- "ბაიერნი". წარმოუდგენელი არაფერია, მით უმეტეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ გუნდში უთამაშიათ ბრააფჰაიდსა და ბაუმიოჰანს.

-კილიან მბაპესა და ერლინ ჰოლანის ეპოქა დაიწყო?
- მბაპესი - ნამდვილად, აი, ჰოლანმა რაიმე ტიტული მოიგოს და მაშინვე შეგვიძლია მპაბეს გვერდით დავაყენოთ.

- ახლა რომელიმე კლუბის ძირითადი შემადგენლობის საკუთარი სურვილით დაკომპლექტება რომ შეგეძლოთ, როგორ თერთმეტეულს გამოიყვანდით?
- კომპიუტერულ ფეხბურთში ასეთი გუნდი მყავს - ლენო, ვან-ბისაკა, ვარანი, დე ლიხტი, გორეცკა, ფრენკ დე იონგი, პოგბა, ობამეიანგი, პეპე, ლაკაზეტი.




მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაიერნს ქომაგობს და კომპიუტერულ თამაშებს არსენალის ტრიოთი თამაშობს... უცნაურია :)
ნერაძური
13:55 11-01-2022
5
ეს უკვე მარაზმია.
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული