გრიგალავა "ხიმკიმ" თურქულ შეკრებაზე წაიყვანა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "ხიმკიში" სინჯებზე იმყოფება 32 წლის მცველი გია გრიგალავა.

გრიგალავამ ტულის "არსენალი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უგუნდოდაა და მოსკოვის ოლქის კლუბმა თურქულ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც დააკვირდება და გადაწყვეტს, დაიტოვოს თუ არა.

გრიგალავა ადრე რუსეთში "როსტოვში", როსტოვის სკა-ში, "მოსკვაში", "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში" და "ანჟიში" თამაშობდა. ის აგრეთვე კვიპროსის "პაფოსსა" და "ეთნიკოსში" ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დააკვირდება.... რუსეთის ბოლო ადგილოსანი გუნდი აკვირდება ნაკრების მცველს... რატო მივიდა საქმე აქამდე
წითელიმწვანე
15 იანვარი 2022 11:48
0

სიახლეები პოპულარული