ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს და მასპინძელთა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე. "კორტრიკის" სათადარიგოთა შორისაა 19 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილი.
ჩაკვეტაძე არც იმ ფეხბურთელებს შორისაა მოხსენიებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ.
გიორგი "გენტმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. Hln-ის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა.
voetbalprimeur-ი წერდა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ.
ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.