ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს და მასპინძელთა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე. "კორტრიკის" სათადარიგოთა შორისაა 19 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილი.

ჩაკვეტაძე არც იმ ფეხბურთელებს შორისაა მოხსენიებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ.

გიორგი "გენტმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. Hln-ის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა.

voetbalprimeur-ი წერდა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სამწუხაროდ, ფეხის ტრამვა ძალიან სერიოზული აქვს და საერთოდ ანებებ ფეხბურთს თავს, იმის მიუხედავად, რომ თვითონ ძალიან მონდომებულია. სამწუხაროა...
B
15 იანვარი 2022 12:02
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული