ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს და მასპინძელთა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე. "კორტრიკის" სათადარიგოთა შორისაა 19 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილი.

ჩაკვეტაძე არც იმ ფეხბურთელებს შორისაა მოხსენიებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ.

გიორგი "გენტმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. Hln-ის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა.

voetbalprimeur-ი წერდა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
Chankve erti celi unda atamashon kvarastan ertad ert gundshi da kvara daubrunebs fexburtis siyvaruls avarjishebs da ertadac kargad itamasheben magati ert gundshi tamashi da shetamasheba ki nakrebs daxatavs.
Ucxo
12:19 15-01-2022
9
სულ ყენიას კომენტარი მახსენდება ამ ქართველ ფეხბურთელებზე../. საქართველოდან ევროპაში წასული ფეხბურთელი არის მაქსიმუმ 6 თვიანი პროექტიო, მაგის მერე ვეღარც ძალით , ვეღარ ფსიქოლოგიურად, ვეღარც შრომისმოყვარეობით, ვეღარც თამაშით, და ვეღარც გამძლეობით ვერ ედრება ევროპელს და ეგ არის და ეგ,, / ბაღიდან რომ გამოიყვანო ბავშვი და ეგრევე ბანკში შეიყვანო , მაგხელა სხვაობაა საქართველოს ჩემპიონატიდან წასული ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპაში. მართალი უთქვია!
Vasili
12:16 15-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული