მიქაუტაძის "დაბინდული" "სერენი" ნისლმა დაბინდა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი გიორგი მიქაუტაძის "სერენსა" და "უნიონს" შორის პირველი ტაიმის შემდეგ ძლიერი ნისლის გამო აღარ განახლდა.

თამაშის დაწყება დაბალი ხილვადობის გამო საეჭვო იყო, მაგრამ მსაჯმა უესლი დე კრემერმა ჩათვალა, რომ მატჩის ჩატარება შესაძლებელი იყო.

"უნიონი" გასულ სეზონში "სერენთან" ერთად აღზევდა ჟუპილერ ლიგაში, ახლა ერთპიროვნული ლიდერია და მე-5 წუთზე დენიზ უნდავმა დააწინაურა. მე-13 წუთზე მიქაუტაძე კარისაკენ გაიჭრა, მცველმა იონას ბაგერმა საჯარიმოს გარეთ წააქცია და არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. მიუხედავად კაცნაკლულობისა სტუმრებმა არათუ თავის დაცვა, არამედ კიდევ ერთი
გოლის გატანა შეძლეს. ამჯერად თავი დანტე ვანზეირმა გამოიჩინა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხილვადობა კიდევ უფრო გაუარესდა, მსაჯმა თამაშის დაწყება ჯერ 30 წუთით გადადო, მერე კი შეხვედრა საერთოდ გადაიტანა და ჯერ უცნობია, როდის გაგრძელდება.

მიქაუტაძეს ჩემპიონტზე ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, "სერენმა" ზედიზედ 5 მარცხი განიცადა და 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრას "სერენი" 22 იანვარს გასვლაზე "სენტ-ტრუიდენთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული