ხვიჩამ ინდივიდუალურად მზადების ფოტოები გაავრცელა - "ვესტ ჰემის" ინტერესი, "ფაკელთან" მატჩი...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ინდივიდუალურად მზადების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, "რუბინის" გარემარბი სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ეს მთელი შეკრების განმავლობაში ასე იქნება.

ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც გასული წლის ბოლოს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდათ, მზადების განსხვავებული გეგმები შეუდგინეს.

ამავდროულად, ხვიჩას საკლუბო მომავალთან დაკავშირებით ჭორები ისევ ვრცელდება და მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას "ვესტ ჰემის" გაზრდილ ინტერესსაც უკავშირებენ.

"რუბინი" 28 თებერვალს პრემიერლიგაში "ზენიტს" უმასპინძლებს. გადაწყვეტილია, რომ სლუცკის გუნდი 20 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სადაც
ვორონეჟის "ფაკელს" დაუპირისპირდება.

altსლუცკიმ კვარაცხელიას მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი

altკვარაცხელია თურქეთში ვარჯიშს შეუდგა

alt"ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება..." - რუსი გულშემატკივრები

მკითხველის კომენტარები / 8 /
დაანებეთ ამ ბიჭს თავი და ნორმალური მომზადების საშუალება მიეცით.
qomagebi
14:19 16-01-2022
5
ერთი თვე ისვენებდნენ და ასეთი რა გადატვირთულები კი არიან. პრემიერ ლიგაში ხალხი ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობს.
წარმატებები კვარას, 2022 ბოლო წელი ყოფილიყოს რუსეთში!
Winter
12:52 16-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული