ლომივით სტამბოლელ "ლომებთან" - ლობჟანიძემ "გალათასარაის" დუბლი შეუსრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში "ჰათაისპორმა" საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" 4:2 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლები კი 79-ე და 90+1-ე წუთებზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

ქართველ შემტევს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მე-6 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მან "ლომების" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა და გასულ სეზონშიც, როდესაც "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა.

ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 21 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას სამსახურით "გალათასარაია" დაინტერესებული, რომლის მწვრთნელად გადაყენებული ფათიხ თერიმის ნაცვლად "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დომენეკ
ტორენტი დანიშნეს.

"ჰათაისპორი" 38 ქულით მესამე ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
როგორ კლასნად შეასრულა ორივე გოლი, არ დაიბნა ერთი-ერთზე. რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, რამდენი ირბინა ბოლო წუთამდე. სულ ჩანდა კადრებში. ყველა შეტევის დროს მოძრაობდა და აქტიური იყო. ემჩნევა ბიჭს რომ ვარჯიშობს და მონდომებულია. მიბაძონ მაინც სხვა ქართველმა ფეზბურთელებმა, “ნიჭიერები” რომ არიან… კვარაცხელიას და კიტეიშვილს არ ეხებათ. ეგენი ვარჯიშობენ.
ყოჩაღ!
17 იანვარი 2022 00:05
1
მაგარი ხარ საბა ეგრე გააგრძელე. ნაკრებშიც ბევრი გაგეტანოს
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 იანვარი 2022 01:48
1
გაუმარჯოს რაჭველებს!
ამო
16 იანვარი 2022 22:47
0
გიჟია რაააა
გიორგი
16 იანვარი 2022 22:37
2
რა მაგარი თამაში იყო, ნეტავ საქართველოშიც ასეთ დოენზე იყოს ჩემპიონატი.
pegi luindula
17 იანვარი 2022 00:07
1
არა და რაჭველები ნელი ხალხიაო :))
saba
16 იანვარი 2022 23:44
0
ვახ შენ გენაცვალე საბა, რა შეუსრულა ბოლო დარტყმა, ეს კლასის მაჩვენებელია, მიდი საბა, კიდევ მოუმატე, მაქსიმუმი გაიღე რაც შეგიძლია. ვაუ, მართლა გიჟია რა!!!
16 იანვარი 2022 23:42
2
ჯიგარიხარ,წარმატებები სულ
gia
16 იანვარი 2022 23:19
1
კარგი საყურებელი თამაში იყო .
Zaza
16 იანვარი 2022 22:30
1
რა კარგად იხსნება
ზურა
17 იანვარი 2022 14:15
0

სიახლეები პოპულარული