"კვეკვეს" გოლს+2 ასისტი! ქართველი შესანიშნავ ფორმაშია

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერი „ლეხი“ შეკრებაზე იმყოფება, სადაც მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივეში თავი ნიკა კვეკვესკირმა გამოიჩინა.

პირველ სპარინგში პოზნანურმა გუნდმა ჩეხეთის „ბანიკი“ 4:2 დაამარცხა და ერთი გოლი კვეკვესკირმა პენალტით გაიტანა, დღეს კი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ „შკუპის“ 4:1 სძლია და ქართველმა ისევ გაიტანა. მან 34-ე წუთზე თავურით გახსნა ანგარიში. ამას გარდა, ნიკამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს.

კვეკვესკირის ანგარიშზე ჩემპიონატის 17 მატჩში 2 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

20 იანვარს „ლეხი“ საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“
შეხვდება, შემდეგ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, მერე პოლონეთში დაბრუნდება და 6
თებერვალს, მე-20 ტურში, სტუმრად ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ დაუპირისპირდება.

altკვეკვესკირი: გავისროლე და ეს ჩვენთვის ბედნიერად დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული