მიქაუტაძის "სერენი" რეგრესს განაგრძობს - ზედიზედ 5 მარცხი საერთო ანგარიშით 0:15!

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ ისევ დამარცხდა - ამჯერად საკუთარ მოედანზე "უნიონთან" 0:4.

15 იანვარს ნისლის გამო შეწყვეტილი ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი "სერენსა" და "უნიონს" შორის დღეს 46-ე წუთიდან განახლდა.

პირველი ტაიმი ჟუპილერ ლიგის კაცნაკლულ ლიდერს 2:0 ჰქონდა მოგებული, მეორე ტაიმში პენალტით კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავი კვლავ ვერაფრით გამოიჩინა.

მიქაუტაძეს ჩემპიონატზე ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. "სერენმა" ზედიზედ 5 მარცხი განიცადა (საერთო ანგარიში 0:15), 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და
22 იანვარს გასვლაზე „სენტ-ტრუიდენს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უნიონი მანქანაა? კაცნაკლულმა 2 გოლი გაუტანა.პირველ წრეში კაცნაკლულმა 0-2 დან 4-2 დაარჭეს.10 კაცით რო 0-2 დან 4-2 შემოატრიალებ,თუნდაც სერენთან.
თან ლიდერები არიან-მითუმეტეს შარშან გადმოვიდნენ და არც ვარსკვლავები უყიდიათ.
რაღაცაშია საქმე-ვარჯიშობენ ალბათ.
Levani
03:24 19-01-2022
0

myquiz

სიახლეები პოპულარული