ქეცბაია გახარებულია, ერთადერთი ქართველი ლორია კი როტაციაში

AutoSharing Option
კვიპროსის თასზე "პაფოსთან" (3:1) გამარჯების შემდეგ "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

"ისეთ კარგ გუნდთან მოვიგეთ, როგორიც "პაფოსია". მათ ჩვენზე უკეთ დაიწყეს და წინაც გავიდნენ, შემდეგ კი თამაში დავაბალანსეთ და გარკვეული შანსები მივიღეთ. შესვენების შემდეგ გოლი გავიტანეთ და საქმეც ბევრად გაგვიმარტივდა. მეტოქის კარი კიდევ ორჯერ ავიღეთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პირველი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ."

ფამაგუსტელთა ერთადერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ლორია შეხვედრაში არ მონაწილეობდა. Philenews-ის მიხედვით, ქეცბაიას როტაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო,  რომ სათასო შეხვედრაში მეკარე ცური ითამაშებდა. 24 იანვარს
"ანორთოსისი" ჩემპიონატში, სადაც მე-4 ადგილს იკავებს, აეკ-ს უმასპინძლებს და იქ უკვე გიორგი ლორიას ველით.

alt"ანორთოსისის" ქამბექი! ქეცბაიას გუნდის მიჯრით მე-5 გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრები ქეცბას მაგარ კაცს არადა არაფელი გამოვა არაფელლლლლლლლლიიიიიი
aron
20:41 20-01-2022
2
არ აწყობტ იმიტო რო მარტალია პირს მტქმელია ჯიგარია გაუმარჯოს
dato
14:01 20-01-2022
1

myquiz

სიახლეები პოპულარული