ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა - ქართველების დღე ბელგიაში

AutoSharing Option
შაბათს, 22 იანვარს, ბელგიის ჟიუპერ ლიგის 23-ე ტურში, 3 ქართველი ლეგიონერის კლუბი ითამაშებს, თუმცა მოედანზე ყველა ჩვენებურს ვერ ვიხილავთ.

გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "შარლერუას" ესტუმრება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში ისევ არაა. მან უკანასკნელად 2021 წლის 9 დეკემბერს, "ფლორას" წინააღმდეგ ითამაშა, იმის შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით ვერ ვხედავთ. ბოლოს რაც გიორგიზე გავიგეთ, ის იყო, რომ ესპანურ შეკრებაზე ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა შემდეგ ისევ ტრავმა მიიღო. ფაქტია, 22 წლის ფეხბურთელს მწვრთნელის ნდობა დაკარგული აქვს. ჩაკვეტაძე თურქულ "ბეშიქთაშსაც" დაუკავშირეს, თუმცა ყველაფერი ეს ჭორის დონეზეა.

ორივე გუნდს 35-35 ქულა აქვს და
იმისთვის, რომ მოწინავე ოთხეულს არ ჩამორჩნენ, გამარჯვება სჭირდებათ. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

"გენტის" შეხვედრამდე, 21:30 საათზე, 2 ქართველის - გიორგი მიქაუტაძისა და ლევან შენგელიას გუნდები ერთდროულად ითამაშებენ. 

"სერენი" "სტ. ტრუიდენს" გასვლაზე შეხვდება. მიქაუტაძის გუნდს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება აუცილებლად სჭირდება, რადგან მხოლოდ 19 ქულა აქვს და ბელგიის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა. გიორგიმ ოფიციალურ შეხვედრაში თავი ბოლოს გასული წლის 30 ნოემბერს, თასზე "ანდერლეხტთან" გამოიჩინა.

რაც შეეხება შენგელიას "ლეუვენს", ისინი უიმედო აუტსაიდერ "ბეერსხოტს" ანტვერპენის ოლიმპიურ სტადიონზე ესტუმრებიან. მასპინძლებს საინტერესო ნახევარმცველი ჰყავთ, 19 წლის ინგლისელი ფემი სერიკი, რომელიც "შეფილდში" გამოდიოდა. ლევანის გუნდი ცხრილის შუაშია, თუმცა გასავარდნ ზონას არც ისე ბევრი ქულით აღემატება.

ცოტნე ბენდიანიშვილს "კოტრაიკის" განაცხადში ისევ ველით, მისი გუნდი "ეუპენს" უმასპინძლებს.

altჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

altჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა - "გენტის" დიდი დატვირთვა

altმიქაუტაძემ გაიტანა, "სერენმა" დიდი ანგარიშით მოიგო

altმიქაუტაძის "სერენი" რეგრესს განაგრძობს - ზედიზედ 5 მარცხი საერთო ანგარიშით 0:15!



მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრავმა თუ მიიღო ვარჯიშის დროს, მწვრთნელის ნდობა (დაკარგული) რა შუაშია?! ტრავმირებული უნდა ათამაშოს?!
კირკიტა
00:20 24-01-2022
0
ქვილითაია საიდან აღმოჩნდა გენტის განაცხადში?
ვაჟა მასწავლებელი
23:54 22-01-2022
0

myquiz

სიახლეები პოპულარული