მამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ერთად მადრიდში, "ატლეტიკოსთან" შესახვედრად არ ჩასულა. Plazadeportiva-ს თანახმად, ბორდალასი ასე ქართველი მეკარის ჭარბი წონის გამო მოიქცა.

"ღამურების" მწვრთნელმა ბოლო დროს დისციპლინა გაამკაცრა. მანამდე, ამავე მიზეზით დასჯილი ურუგვაელი მაქსი ლოპესი იყო, რომელმაც სიმეონეს გუნდთან დრამატულად (2:3) წაგებულ მატჩში დასკვნითი 19 წუთი ითამაშა.

მამარდაშვილი განაცხადში კრიშტიან რივერომ შეცვალა. მადრიდში ასევე, მეორე  გუნდის მეკარე ჩარლი პერესი გაემგზავრა. მოგეხსენებათ, იასპერ სილესენი ტრავმირებულია. 

მადრიდელთა მეორე გოლის დროს მეკარე დომენეკმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რასაც მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიუთითებდნენ.

ვნახოთ, როგორ
შეიცვლება მამარდაშვილის მდგომარეობა, "ვალენსია" ჯერ თასზე "კადისს" უმასპინძლებს (3 თებერვალს), შემდეგ კი ჩემპიონატში "სოსიედადს" (6 თებერვალი).

მომზადებულია Plazadeportiva-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
პატივცემულო სტატიის ავტორო, ჭარბი წონაო, - რომ ამბობთ, იქნებ დააკონკრეტოთ, რომ საუბარია სულ რამდენიმე გრამზე და არა ათეულობით კილოგრამზე, როგორც თქვენი სტატიიდან აღიქვა მკითხველმა?
Რაგბის ფანი
23:23 24-01-2022
1
არაფერი მამარდას არ აწუხებს, არც ჭარბი წონა და არც ფსიქიკა. მეკარეობა ჩვეულებრივი სპორტული საქმიანობაა და ხან გამოსვლას დაგიწუნებენ, ხან არგამოსვლას, ხან ბურთი მოხაზავს უცნაურ ტრაექტორიას, ხან თავდამსხმელი ურტყამს უზადოდ. დასაევს რომ ბურთი გაუტანა ვან ბასტენმა, მაშინ დასაევს აღარ უნდა ეთამაშა მის შემდეგ. იაშინი მსოფლიოს საუკეთესოდ დაასახელეს და კარიდან-კარში გოლი აქვს გაშვებული. დაითვალეთ რამდენი შევდომა აქვს სილესენს და გიორგის კონკურენტებს, რამდენი სეივი და მერე გააკეთეთ დასკვნები. ეჰ, პატრონი არ გვყავს და გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ვისი სახვეწარი გავხდით. მამარდა თავის სათქმელს კიდევ ბევრჯერ იტყვის.
თენგაბი
12:16 24-01-2022
1

myquiz

სიახლეები პოპულარული