კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართველების "აპოელმა" ფრეს მიაღწია "არისთან" - 1:1.
ბუბა დაუშვილმა ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
"არისი" 44-ე წუთზე დაწინაურდა, 48-ე წუთზე არგენტინელმა მცველმა ფაკუნდო რონკალიამ ქვილითაია საკუთარ საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 70-ე წუთზე მცველმა ფრანც ბრონსონმა კარის წინ ბურთზე ბრძოლაში ქვილითაიას მაისურზე მოქაჩა, მოედანზე დააგდო, თუმცა არბიტრმა ისევ არ დადო თერთმეტმეტრიანი. "აპოელი" დიდი ძალებით უტევდა და ბოლოს მაინც მიაღწია თავისას - 96-ე წუთზე ოქრიაშვილის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს ვინისიუსმა მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ შეხლა-შემოხლის გამო თამაში რამდენიმეჯერ გაჩერდა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ქვილითაიას ტრიბუნიდან ბოთლი ესროლეს.
"აპოელს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით მე-6 ადგილზეა და 30 იანვარს "დოქსას" უმასპინძლებს.