ხოჭოლავამ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა

AutoSharing Option
შეკრებაზე მყოფმა დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" საკონტროლო მატჩში პირველი ლიგის ლიდერი "ჰელსინგორი" 3:2 დაამარცხა.

ქართველი მცველი სასტარტოში იყო, 49-ე წუთზე გოლი თავურით გაიტანა, 66-ე წუთზე კი შეცვალეს.

29 იანვარს "კოპენჰაგენი" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ტალინის "ფლორასთან" ჩაატარებს, 20 თებერვალს კი, დანიის სუპერლიგის მე-18 ტურში, "ოდენსეს" უმასპინძლებს.

ხოჭოლავამ ამ სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო "კოპენჰაგენი" მეორე ადგილზეა და ლიდერ "მიდტიულანდს" 2 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული