ანგარიში 37-ე წუთზე ლოჩოშვილმა გახსნა - მეკარე ტრუბინმა ავსტრიელი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ქართველმა მცველმა ყველას დაასწრო. 77-ე წუთამდე „ვოლფსბერგერი“ იგებდა, მაგრამ შემდეგ დონეცკელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
27 იანვარს „ვოლფსბერგერი“ ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ჩეხეთის „ბოჰემიანსს“ დაუპირისპირდება, მერე ავსტრიაში დაბრუნდება და 4 თებერვალს თასის მეოთხედფინალში მე-2 ლიგის „ფლორიდსდორფერს“ ეთამაშება, ხოლო 12 თებერვალს ბუნდესლიგის მე-19 ტურში „რიდს“ უმასპინძლებს.
ლოჩოშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა,
მისი გუნდი კი მესამე ადგილზეა.