"ანორთოსისის" ფრე - ქეცბაიას გუნდი ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ანორთოსისი“, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავდა, გასვლაზე აეკ-ს დაუზავდა - 1:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ აეკ-ი ტრიჩკოვსკიმ დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე ნოვოტნიმ საპასუხო გოლი გაიტანა.

ამით შეწყდა ყველა ტურნირზე თემურ ქეცბაიას გუნდის ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.

„ანორთოსისი“ 4 დეკემბრის შემდეგ, ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩში დაუმარცხებელია, 16 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 26 ქულით მე-5 ადგილზეა და 29 იანვარს „ომონიას“ უმასპინძლებს, ხოლო 3 თებერვალს თასზე „პაფოსს“ შეხვდება.

ნამატჩევს ქეცბაიამ განაცხადა, რომ კარგი მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა და შემდეგ ტურში
სახლში რთული თამაში ელით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იციტ რა მაინტერესებს ის ერტი წინამგდეგი ვინ არი 30 1 რატო კაც ცარმატებები აქვს საზვარ გარეტ რატო არ უნდა გიხაროდეს კაცს უკომენტაროდ............
dato
14:30 25-01-2022
0
წარმატებები კაცო მარტალო მაგარო
aron
23:18 24-01-2022
1

myquiz

სიახლეები პოპულარული