"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
თუ "რუბინს" ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილიც ჩაუვარდება, ეს დიდად იმოქმედებს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ღირებულებაზე - ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ Comment.Show-ის ეთერში განაცხადა.

ღურწკაია გაკვირვებულია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არცერთი კლუბის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში მის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვას ელოდნენ.

"ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - თქვა თემურმა. - თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულზეც ვერ ათამაშდება, ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?
"რუბინისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, შემოდგომა კი დამღუპველი იყო."

სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. დეკემბერში, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განახლების შემდეგ, გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ხვიჩა 16 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მანამდე მის გასწვრივ 18 მილიონი ეწერა.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altშედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

altკვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football


მკითხველის კომენტარები / 20 /
სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი ფეხბურთელი, ვინც შვედეთს დუბლი გაუტანა საქართველოს ნაკრების მაისურით, ასევე საბერძნეთს და ესპანეთს გაუტანა და კიდევ გაუტანს.
20 წლის ასაკში დაუმთავრეს ლამის კარიერა.
ნეტა ცნობილი სთარები თუ გახსოვთ სად იყვნენ 20 წლის ასაკში.
ნუ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ 17 წლისები რომ გამოჩდნენ.
თუმცა ისეთებიც გვინახავს, ვინც ძალიან ადრე გამოჩნდა და ახლა აზრზე არ ვართ სად არიან.
მაგალითად ბოიან კრკიჩი.
17 წლის იყო ლამის მესის დონეზე თამაშობდა და როგორ წავიდა მისი კარიერა ხომ ვნახეთ.
ფეხბურთი ისეთი სპორტია წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის და მოდი ხვიჩას თავი დაანებონ ამ რუსებმა რა :დ
Winter
25 იანვარი 2022 16:40
1
ეს ბიჭი ჯერ 20 წლის არის და მოდი შეეშვით რუსი და ქართველი ჟურნალისტები მისი კარიერის დაღუპვაზე საუბარს.
ახლა ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ 18 წლის ასაკში რუსეთში წაიყვანეს.
ჩავარდნაზე რომ საუბრობენ ჯერ, იმას მიაქციონ ყურადღება, რომ ტრავმა ჰქონდა და პლიუს რუბინში რა დონის მოთამაშეებთან უწევდა თამაში.
ნაკრებში შვედეთთან რომ გაიბრწყინა იმის მერე სულ ორი სამი თამაში ჩაატარა რუბინში და რას ნიშნავს კარიერის დაღუპვა და თვითგვემა?
თავიდანვე რომ არ წაეყვანათ რუსეთში კარგი იყო, მაგრამ ახლა ეს მოცემულობა გვაქვს და რუსი ჟურნალისტების უაზრო კრიტიკას თუ არ აყვებით აქ კარგს იზამთ.
თქვა კიდეც ხვიჩამ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევო და იმედია მართლა ეგრეა :)
Skeleton
25 იანვარი 2022 16:35
1
რუსულ პრემიერ ლიგას ვერ თამაშობს და ბარსელონა მანჩესტერში თამაში უნდა, ნახეთ იტალიის ნაკრები სასუოლოს ფეღბურთელებითაა ლამის დაკომპლექტებული ქართველს რო საუოლო უხსენო შეურაწყოფად მიიღებს ბაიერნზე ნაკლები როგორ შეიძლება!
me
25 იანვარი 2022 16:33
5
კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები რუსეთს დაუკავშირა ამ ფეხბურთელმა,რამაც განაპირობა ის კარიერა რაც აქვს . კი იყიდა ალბათ 1-2 სახლი ხელფასით მაგრამ შეეძლო სასახლეები ეყიდა ცოტა რო მოეთმინა და ევროპაში წასულიყო.
ტომი
25 იანვარი 2022 15:53
15
სად მოეთმინა? რუსთავის მეტალურგში თუ ჭიათურის მაღაროელში? სლუცკიმ და რუბინმა ხვიჩას დიდი საქმე უყვეს და უნდა გამოიყენოს.
ჟორა
25 იანვარი 2022 19:04
0
შეიგნეთ რომ რუსეთში არ არის პრობლემა. პორტუშიც თამაშობს ქართველი, ლევანტეში, ალავესში, მაგრამ მეორე გუნდების სათადარიგოები არიან უკვე რა ხანია. რაღა შორს ჩაკვეტაძე თამაშობს ბელგიაში. წარმომიდგენია რას დაწერდით იგივე სიტუაციაში ჩაკვეტაძე რუსეთში რომ ჩავარდნილიყო. კვარაცხელია თამაშობს ძირითადში სულ, რა რუსები უშლიან კარგად თამაშს?! კლოუნობას შეეშვით ხალხო სასაცილოა
ფდ
25 იანვარი 2022 16:21
3
ყველაზე ცუდი ვარიანტი რაც შეიძლება მოხდეს, არის უს რომ ამ ზაფხულსაც არ ან ვერ გაყიდონ, რადგან ბევრს მოითხოვენ. თუმცა 2023-ის ზაფხულში მოიწევთ შეელიონ, სულ უფასოდ რომ არ დაკარგონ მომდევნო წელს. არ მინდა მაგის დაშვება რომ კიდევ მოუწევს დარჩება, თუმცა უარესს მაინც უნდა ელოდე და არც ისეთი დამღუპველი იქნება რუსეთიდან თუ 23 წლის წავა. მთავარია მაგათ დააღწიოს თავი.
2024-ში უმთავრდება კონტრაქტი
25 იანვარი 2022 15:10
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული