"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
თუ "რუბინს" ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილიც ჩაუვარდება, ეს დიდად იმოქმედებს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ღირებულებაზე - ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ Comment.Show-ის ეთერში განაცხადა.

ღურწკაია გაკვირვებულია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არცერთი კლუბის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში მის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვას ელოდნენ.

"ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - თქვა თემურმა. - თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულზეც ვერ ათამაშდება, ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?
"რუბინისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, შემოდგომა კი დამღუპველი იყო."

სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. დეკემბერში, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განახლების შემდეგ, გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ხვიჩა 16 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მანამდე მის გასწვრივ 18 მილიონი ეწერა.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altშედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

altკვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football


მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც მოგივა დავითაო....არ უნდა წახვიდე მოსკოვებში არც სათამაშოდ არც სამუშაოდ და საერთოდ. რაო რას ელით რუსებისაგან ??
მე ქართველი ვარ.
08:28 26-01-2022
11
ჩვეიჩა ისეთი დაბრუნდება რომ ესეთები გააჩუმოს ბოღმიანები , მე მჯერა კვარასი ის ჩვენი ქვეყნის სიამაყეა სხვა დანარჩენ სპპრცმენებთან ერთად ❤❤❤❤
ემიგრანტი
22:57 25-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული