24 წლის კიპერმა გასულ ზაფხულს ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ხოსე ბორდალასი მას სილესენს, ხაუმესა და მამარდაშვილს ამჯობინებს.
რაც შეეხება "ალკორკონს" - სეგუნდა დივიზიონის უკანასკნელ საფეხურზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.
რივეროს შესაძლო ტრანსფერი იმაზე მიუთითებს, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილს შეინარჩუნებენ, თუმცა რამდენად მიეცემა მას თამაშის საშუალება, რთული სათქმელია.