ქართველი ფორვარდი კარიერას რუსეთის ლიგის მესამეადგილოსანში განაგრძობს - ხელფასიც ცნობილია

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი გიორგი მელქაძე კარიერას "სოჭიში" გააგრძელებს - თავდამსხმელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა.

შემტევი შავიზღვისპირელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა - გიორგიმ მოსკოვის "სპარტაკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.

"სოჭიში" ფეხბურთელის საბაზისო ხელფასი წელიწადში 200 000 ევრო იქნება.

24 წლის თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონი "ტამბოვისა" და გროზნოს "ახმატის" რიგებში გაატარა. ამ ორი წლის მანძილზე მელქაძემ რუსეთის პრემიერლიგაში 10 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა კრიტერიუმით არის ქართველი :))))))))))))
საბა
20:14 28-02-2022
0
ზრდასრული ადამიანები თავის იდენტობას თვითონ ირჩევენ,აღზრდიდან გამომდინარე,თუმცა ქართველებს ფეხბურთი მეტად გვიყვარს,ამიტომ თითოეული ქართული გვარის გაგონებას იმედით ვუყურებთ.
ილია
13:07 26-01-2022
0

myquiz

სიახლეები პოპულარული