მიქაუტაძემ ნავსი გატეხა - ნახეთ, მცველი როგორ გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ სახლში აუტსაიდერ „ბეერსხოტს“ 2:1 სძლია.

ანგარიში მე-40 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა და ამით შეწყდა მისი უგოლო ექვსმატჩიანი სერია. მან ჩემპიონატზე 19 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბეერსხოტმა“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა „სერენი“ მალე ისევ დაწინაურდა, როდესაც მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი მაზიზმა ყველას დაასწრო. დარჩენილ დროში გიორგი ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო კომპენსირებულ დროში გააფრთხილეს.

„სერენმა“ ზედიზედ 6 წაგების შემდეგ
მოიგო, 22 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 29 იანვარს „ეუპენს“ უმასპინძლებს.

altმიქაუტაძის უგოლო და "სერენის" დამარცხებათა სერია გრძელდება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრანსფერ მარკეტზე რომ შეხვიდეთ, სერენში არცერთი ფეზბურთელი არ ღირს 500 ათას ევროზე მეტი, გარდა გიორგი მიქაუტაძის. რაც ნიშნავს რომ უსუსტეს გუნდში თამაშობს და მომენტებს ვერ უქმნიან. კარგ გუნდში რომ თამაშობდეს უნდა ჰქონდეს სეზონში 20 ბურთი მაინც შეგდებული. თუნდაც გენტში რომ ეთამაშა.
მეტს გაიტანდა
12:49 27-01-2022
0
აი ეს ვიდეო ნახეთ
twitter.com/ElevenSportsBEf/status/1486451731009576963
ქ. გ.
03:46 27-01-2022
0

სიახლეები პოპულარული