მიქაუტაძე: გოლის გატანის გრძნობა დამავიწყდა კიდეც, მაგრამ...

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის მიერ "ბეერსხოტის" კარში გოლის გატანასა და კარგ თამაშს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

Voetbalkrant-ი წერს, რომ მიქაუტაძემ მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა და "სერენის" (2:1) გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მაღალი შეფასებები მიიღო - DH-ისგან 8 დაიმსახურა, Le soir-ისგან 7.5.

მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პოპულარულმა Whosored-მა აღიარა, ისევე, როგორც ბელგიურმა Sporca-მ.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო - კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, საიდანაც 3 ზუსტი გამოდგა, ერთხელ კი ბურთი ძელსაც მოხვდა. 21 წლის ფორვარდმა 3 წარმატებული დრიბლინგი და 1 სახიფათო პასი
გააკეთა. გარდა ამისა, 2 საჰაერო დუელიც მოიგო. გამოსარჩევი იყო 64-ე წუთზე მოწყობილი მშვენიერი რეიდი, რაც სამწუხაროდ, გოლით არ დასრულდა, თორემ გიორგის შედეგი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

მატჩის შემდეგ ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა:

"შეიძლება ითქვას, გოლის გატანის გრძნობა დამავიწყდა კიდეც, მაგრამ დავიბრუნე. დიდი დრო გავატარე უგოლოდ, მაგრამ საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შემპარვია, ჩემი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა."

"სერენი" 29 იანვარს "ეუპენს“ უმასპინძლებს.


altმიქაუტაძემ ნავსი გატეხა - ნახეთ, მცველი როგორ გააბითურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი მაგარი მომენტები სექმნა , ჯერ მარტო ძელს რო გაარტყა რა გააკეთა , ზიდანი ფინტიტ ჩამოიშორა ორი ფეხბურთელი , ერთი გოლი აფსაიდში არ ჩაუთვალეს , ცოტა დეტალურად რო დაწეროთ რაღაცეები არა ?
ლშა_იუვენტინო
15:46 27-01-2022
0

სიახლეები პოპულარული