ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ "ჰამბურგში", ექვსთვიანი იჯარით განაგრძობს.

საიჯარო ხელშეკრულება "ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. მას "გენტთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელს "გენტში" თამაშის შესაძლებლობა აღარ ეძლეოდა.

"ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. ტიმ ვალტერის გუნდს, "შალკესა" და "ჰაიდენჰაიმის" მსგავსად, 34 ქულა აქვს.

ჩაკვეტაძის ახალი კლუბი 28 იანვარს, ამხანაგურ მატჩში დანიურ "მიტდიულანდს" შეხვდება, ჩემპიონატს კი 6 თებერვალს, "დარმშტადთან" სტუმრობით განაახლებს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
გამიხარდ ეს ახალი ამბავი. დიდი ხანია ბევრი ველოდებოდით რამეს ჩაკვეტაძის მიმართ და ეს კაი ამბავია ნამდვილად. ჰამბურგი ის გუნდია რომელიც სულ ბუნდეს ლიგაშია და მგონი ახლა პირველად გავარდა, თუ არ ვცდები. შარშან ცოტა დააკლდათ ბუნდეს ლიგაში გადასვლა და ახლა მშვენიერი შანსი აქვთ. იმედია გიო თავს წარმოაჩენს და დაიმკვიდრებს ადგილს ჰამბურგში. წამატებას გისურვე გიო.
G.LA
22:56 27-01-2022
5
წარმატებები გიო , იმედია გარემოს შეცვლა და ნდობა დადებითად აისახება შენზე და გააჩუმებ ყველა სუბიექტურ თუ ობიექტურ კრიტიკოსს შენი თამაშით . გადატვირთვა სჭირდება შენს კარიერას და იმედია ჰამბურგი შენთვის იდეალური გუნდი იქნება . წარმატებები !
ATP 16
22:48 27-01-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული