ზურიკომ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
ცსკა-სთან რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო ტულის "არსენალის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა. მან ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე ვარჯიში დაიწყო და კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"საერთო ჯგუფში დაბრუნებამ ძალიან გამახარა. ჯერ კიდევ გარკვეული შეზღუდვებით ვვარჯიშობ, მაგრამ ძალიან ახლოს ვარ იმასთან, რომ ვარჯიშები სრულფასოვნად ჩავატარო.

პირველ შეკრებაზე ბევრი არ მივარჯიშია. ახლა ეს უნდა ავინაზღაურო, რათა საგაზაფხულოდ სრულ მზადყოფნაში ვიყო. გუნდში შესანიშნავი ატოსფეროა, ყველა მაქსიმალურად მუშაობას ცდილობს, რაც სეზონის მეორე ნახევარში კარგი შედეგის მიღწევაში
დაგვეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული