გიორგის საკუთარ თავზე მუშაობა ისევ მოუწევს - ფაქტია, რომ მასთან გარკვეული შეკითხვები ვილი სანიოლსაც ჰქონდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ძველებური "ჩაკვე" ვერა და ვერ ვიხილეთ
ასევე, უკვე საკმარისი მაგალითები გვაქვს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ - ბელგიის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი თავის სრულად რეალიზება უჭირთ. გიორგი მიქაუტაძის მაგალითი სხვა შემთხვევაა და ის შესადარებლად არ გამოდგება. ახლა ჩაკვეტაძეს დიდი მოტივაცია აქვს - ყველა დაარწმუნოს, რომ ისევ შეუძლია!
"ჰამბურგი" "დინამოსთან" და ახლა...
1979 წელს, თბილისის "დინამომ" "ლივერპულის" ურთულესი ბარიერი რომ გაიარა, შემდეგ მძლავრ "ჰამბურგს" დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა - საერთო ანგარიშით 3:6...
ამბობდნენ, რომ მიუნხენის "ბაიერნს" "ჰამბურგი" ძალიან იმის გამო არ უყვარდა, რომ ისინი ბუნდესლიგიდან არასდროს ვარდებოდნენ. თუმცა ეს დღეც დადგა და ახლა ჩაკვეტაძესა და მის თანაგუნდელებს ელიტის საგზურისთვის ბრძოლა უწევთ.
მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურია გასული და "ჰამბურგი" 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მათ ყველაზე ცოტა - 20 გოლი აქვთ გაშვებული, თუმცა არც ისე ბევრი გაიტანეს - 34.
ქართველი ლეგიონერის ახალი კლუბი გერმანიის თასზე წარმატებით გამოდის - უკვე 3 მეტოქე - "ბრაუნშვაიგი", "ნიურნბერგი" და "კიოლნი" ჩამოიცილა და მეოთხედფინალშია.
მწვრთნელი და ტაქტიკური სქემა
"ჰამბურგს" 46 წლის გერმანელი სპეციალისტი ტიმ ვალტერი ხელმძღვანელობს. მან სამწვრთნელო კარიერა "კარლსრუეს" ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, რასაც მიუნხენის "ბაიერნი" და მისი მეორე გუნდიც მოჰყვა. ტიმი ამის შემდეგ "კილსა" და "შტუტგარტში" იყო, დღევანდელ კლუბში კი მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა.
ვალტერის მთავარი სათამაშო სქემა 4-3-3-ია, რომელსაც ფაქტობრივად, არასდროს ცვლის. თუკი "ჰამბურგის" შეხვედრებს თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ გერმანელ სპეციალისტს საკმაოდ ხშირად ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობა გამოჰყავს. როგორც ჩანს, ფეხბურთელებს ბოლომდე ენდობა. საინტერესოა, ამ ტაქტიკურ განლაგებაში მწვრთნელი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს სად დაინახავს...
საკადრო რესურსი
ჩაკვეტაძის ახალ კლუბში კევინ კიგანის, ფელიქს მაგათის, რაფაელ ვან დერ ვაარტისა თუ ივიცა ოლიჩის დონის ფეხბურთელები ახლა არ არიან. გუნდი, ძირითადად, გერმანელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გიორგის გარდა, 30-კაციან განაცხადში სულ 8 ლეგიონერია. აქედან 2 მეკარე - შვედი იოჰანსონი და პორტუგალიელი ფერნანდესი. გარდა ამისა - ხორვატი ვუსკოვიჩი, გამბიელი ჯატა, შვეიცარიელი მუჰეიმი, ნიდერლანდელი რაისი, ფინელი სუონენი და დანიელი სორენსენი.
მეორე ბუნდესლიგა
მეორე ბუნდესლიგაში შესვენებაა და შეხვედრები 6 თებერვალს განახლდება. ცხრილში სიმჭიდროვეა - ლიდერ "დარმშტადს", რომელსაც ახლა სწორედ ჰამბურგელები ესტუმრებიან, 39 ქულა აქვს. მეორეზე "სტ. პაულია" - 37 ქულით, "ვერდერს" კი "შალკეს", "ჰამბურგსა" და "ჰაიდენჰაიმზე" 1 ქულით მეტი - 35 აქვს. სხვა გუნდებიც აქვე არიან...
ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს
"ტექნიკური და შემოქმედებითი ჩაკვეტაძე გაგვაძლიერებს" - "ჰამბურგი" ქართველს მიესალმება [VIDEO]