კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ტულუზას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ტულუზა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით
დაიწყო, ჯერ საფონოვმა გადაარჩინა თავისი გუნდი, ცოტა ხანში კი პსჟ ფაბიან რუისმა დააწინაურა. 74-ე წუთზე ბარკოლა რამუშმა შეცვალა და ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა გაიმარჯვა.

პსჟ 56 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.

ტულუზა. „სტად ტულუზე“
ტულუზა - პსჟ 0:1
გოლი: ფაბიან რუისი (53)

altსაუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..

მკითხველის კომენტარები / 29 /
მოკლედ რა ხვიჩა და რა რეშვორდი.ერთიერთში მეორდება ხვიჩასთან იგივე რაც რეშვორდს დაემართა.არადა 100 მილიონს ცდებოდა რეშვორდის ფასი და ყველა ბობოლა გუნდი ეჩალიჩებოდა.ეხლა რასაც თამაშობს რეშვორდი მგონი მაგას კომენტარი არ სჭირდება.ძალიან სამწუხაროა რომ ხვიჩასაც კარიერასა ალბათ იგივე ელოდება და ბოლოს თავს ამოყოფს ფულემში ან ბრენფორდის დონის გუნდში და იქაც მოუწევს ადგილისთვის ბრძოლა
კევინ
16:53 16-02-2025
4
ხვიჩას თამაშს რომ ვუყურებ გული მწყდება როგორ თამაშობდა და ეხლა როგორ თამაშობს.მე არ მჯერა რომ ეგ მოიმატებს იქნება ისევ არასტაბილური.შეიძლება ერთი ორი თამაში გამოაცხოს და მერე ისევ უფერული თამაში.მე რომ მკითხო რომელ ფეხბურთელს გაგონებსო ხვიჩა ვიტყოდი რეშფორდი.ამანაც ეგრე დაიწყო სასწაულებს აკეთებდა,ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი იყო,და ეხლა სადაა და როგორ თამაშობს ყველა ხედავთ.არ მინდა რომ ხვიჩასაც იგივე დაემართოს მაგრამ როგორც ვაკვირდები იქეთკენ მიდის.2-3 წელიწადში ალბათ სადმე კრისტალპალასში ამოყოფს თავს და საერთოდ არავის გაახსენდა.რაც შეეხება ამ ყველაფრის მიზეზს როგორც ვაკვირდები არაპროფესიონალიზმი და ფსიქოლოგიური პრობლემების.ტიპს ნერვოზი ქონდა სანამ გუნდი არ შეიცვალა და საერთოდ დაივიწყა ფეხბურთი.თანაც ამდენი არაპროფესიონალი ახვევია თავს ჯუღელით დაწყებული და მამამისით დამთავრებული.თან ცოლი მოიყვანა ამ ასაკში და ესეც დაემატა.დაკარგა ყველანაირი მოტივაცია.მოკლედ მგონია რომ ხვიჩას პიკი იყო ნეაპოლში რომ გადავიდა პირველი წრე.აწი უფრო მოუკლეს მომატება ჩემი აზრით თითქმის გამორიცხულია.
Lev88
16:40 16-02-2025
4

სიახლეები პოპულარული