წარუმატებელი დებიუტი... "ჩაკვემ" "მიდტიულანდთან" ითამაშა

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს, "ჰამბურგის" შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "მიდტიულანდთან" შედგა. დანიურმა გუნდმა გერმანელები 5:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი 4:1 დასრულდა. მე-2 ნახევრიდან მოედანზე ქართველი ფეხბურთელიც ჩაერთო, თუმცა ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა. საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 იანვარს, ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" 6-თვიანი იჯარით "ჰამბურგში" გადაბარგდა. გერმანული გუნდი მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ჩემპიონატში ასვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის ისინი 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, სამეულამდე კი 1 ქულა აშორებთ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ღირებული უნდა შეექმნა ამდენი ხნის უთამაშებელ კაცს? კარგი და საინტერესო აწი დაიწყება. ეს ის კაცია ერთალიგა თითქმის მარტომ რომ მოიგო. წარმატებები გიორგის.
გაიოზი
16:42 28-01-2022
4
ახალი გუნდი ძალიან კარგია. პირველ რიგში რეალური თვითშეფასებისთვის, რომ დარწმუნდეს, არავინ მისი მტერი არ არის. წარმატების გასაღები მხოლოდ საკუთარ თავში უნდა მოძებნოს და დაიბრუნოს ძველებური ფორმა, როგორც ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც.
კირკიტა
16:10 28-01-2022
0

სიახლეები პოპულარული