წარუმატებელი დებიუტი... "ჩაკვემ" "მიდტიულანდთან" ითამაშა

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს, "ჰამბურგის" შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "მიდტიულანდთან" შედგა. დანიურმა გუნდმა გერმანელები 5:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი 4:1 დასრულდა. მე-2 ნახევრიდან მოედანზე ქართველი ფეხბურთელიც ჩაერთო, თუმცა ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა. საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 იანვარს, ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" 6-თვიანი იჯარით "ჰამბურგში" გადაბარგდა. გერმანული გუნდი მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ჩემპიონატში ასვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის ისინი 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, სამეულამდე კი 1 ქულა აშორებთ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ღირებული უნდა შეექმნა ამდენი ხნის უთამაშებელ კაცს? კარგი და საინტერესო აწი დაიწყება. ეს ის კაცია ერთალიგა თითქმის მარტომ რომ მოიგო. წარმატებები გიორგის.
გაიოზი
28 იანვარი 2022 16:42
4
ახალი გუნდი ძალიან კარგია. პირველ რიგში რეალური თვითშეფასებისთვის, რომ დარწმუნდეს, არავინ მისი მტერი არ არის. წარმატების გასაღები მხოლოდ საკუთარ თავში უნდა მოძებნოს და დაიბრუნოს ძველებური ფორმა, როგორც ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც.
კირკიტა
28 იანვარი 2022 16:10
0
თითქოს ინერტული იყო, ძირითადად გუნდი მარჯვენა ფრთიდან უტევდა და გიოსთან ბურთი არ მიდიოდა. რამდენჯერმე სწრაფი შეტევა სცადა და ყოველ ჯერზე ჯარიმით გააჩერეს. თამაშის დასრულების მერე ბოლომდე ვადევნე თვალყური და რამდენიმე კაცი სამწვრთნელო შტაბიდან თბილად გადაეხვია და გაამხნევა რაც ძალიან კარგად მეჩვენა. მიდი გიო იშრომე და მცდელობა არ დააკლო, შენი იმედი გვაქვს!!!
sormona
28 იანვარი 2022 20:37
2
მთავარია, რომ ენდობიან ახალ გუნდში. გიორგი იმედებს გაამართლებს. ამას მთელი საქართველო ელოდება.
გულშემატკივარი
28 იანვარი 2022 16:48
4
საქართველოში გერმანული ბევრმა იცის,მაგრამ ვინც არ იცის იმისთვის-კომენტატორმა თქვა,ჩაკვეტაძე გუშინ დილით ადრე ადგა,ჰამბურგში ჩამოვიდა და მერე მთელი დღე სამედიცინო შემოწმება,კონტრაქტის გაფორმება და ფანკლუბისთვის ფოტოების გადაღება ჰქონდაო და ლოგინში მკვდარივით ჩავარდებოდაო-ამის მერე დღეს არ გამოუძინია დილით ადგა ამ თამაშისთვის,ბიჭებიც გასახდელში გაიცნოო.
კომენტატორები ჰამბურგის პრეს-სამსახურიდან იყვნენ და ოპტიმისტურად ლაპარაკობდნენ ჩაკვეზე.
Levani
28 იანვარი 2022 19:46
3
დიდ წარმატებებ გისურვებ გიორგი, გფარავდეს უფალი.
გიზოგ
28 იანვარი 2022 16:38
1
ბევრი და თავდაუზოგავი ვარჯიში ამას დამატებული ფსიქოლოგიურად გაძლიერება. თუ პრობლემები აქვს პროფესიონალი ფსიქოლოგისათვის ფული არ უნდა დაიშუროს. ეს ორი რამ მოაწესრიგოს და ყველაფერი კარგად იქნება, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
არტ
28 იანვარი 2022 19:29
1
Shemtxvevit vuyure mis tamashs,Ashkarad Perspektiuli axalgazrdaa
Rava araa tu?
WIFI
28 იანვარი 2022 16:35
8
Pirvelive tamashshi ras elodnen an ras velodit arc shetamasheba arc apkatka ase chavida shevarda moedanze da otxit ertis mere tamashi unda moego tu ra unda eqna. Ityvis tavis satqmels acalet bichs.
Ucxo
29 იანვარი 2022 03:14
0

სიახლეები პოპულარული