
"ჰალ სიტის" ახალმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
"ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ჰალ სიტის სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის".