საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ნიკა ძალამიძე უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ქობულეთის "შუქურადან" მალტის "გუდია იუნაიტედს" შეუერთდა. ნიკა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და 3 შეხვედრაში საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.

როგორც Sportall.ge-ს თავად ფეხბურთელმა განუცხადა, ხელშეკრულება 6-თვიანია, გუნდის, რომელიც ძირითადად, ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული, მთავარი მიზანი კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებაა.

ძალამიძისგან ისიც შევიტყვეთ, რომ უახლოეს დღეებში გუნდს ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე შეუერთდება და მისი ხელშეკრულებაც ზაფხულამდე იქნება.

"გუდიას" 16 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს. ჩემპიონატის მოწინავე სამეულში
"ჰიბერნიანსი", "ფლორიანა" და "ბირკირკარა" არიან. ქართველების გუნდი უახლოეს შეხვედრაში სწორედ მესამეადგილოსან გუნდს უმასპინძლებს.

alt"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ტალანტი ვიყავი,ტრავმები რო არა ბირკირკარა-2 ში მივდიოდი გასინჯვაზე.მერე მამაჩემმა მაგინა 28 წლის ხარ,წადი სწავლას მიხედეო..
Levani
17:01 01-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული