Sportskeeda-ს თანახმად, ქართველი გარემარბი შეხვედრას ისევ გამოტოვებს. მოგეხსენებათ, ხვიჩა ინდივიდუალურად ემზადება, რის გამოც "ვორონეჟთან" (4:4) და პლოცკის "ვისლასთან" (0:0) არ უთამაშია.
სეზონის განახლებამდე ყაზანელთა მეტოქეები "ხიმკი" (5 თებერვალს), ბათუმის "დინამო" (8 თებერვალს), "კრილია სოვეტოვი" (14 თებერვალს) და მოსკოვის "დინამო" (17 თებერვალს) იქნებიან.
28 თებერვალს, რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, მეათეადგილოსანი "რუბინი" ლიდერ "ზენიტს" ესტუმრება.
ბათუმის "დინამო" კვარაცხელიას "რუბინს" დაუპირისპირდება
"კვარაცხელია "რუბინის" კრიზისის მსხვერპლია - სლუცკი ავტორიტეტს კარგავს" - რუსული მედია
ტრავმა არ უნდა ქონდეს წესით და მაშინ რაშია საქმე ? საერთოდ ასეთი სიტუაცია მაშინაა როვა ვინმეს გაყიდვას აპირებენ ასე არ ათამაშებენ და ფიზიკურად და მორალურად ამზადებენ ხოლმე ! გაყიდვით ევროპაში ვეღარ გაყიდიან ზაფხულამდე და რჩება ისევ რუსეთი @ მითუმეტეს ისევ გაიჟღერა რომ ზენიტი აზმუნის მაგივრად ხვიჩას დამატებას აპირებსო ! და თუ ეს მართალია მაშინ ეხლა მაინც დაუფიქრდნენ კონტრაქტის პუნქტებს და აბზაცებს ყველაფერს კარგად დააკვირდნენ რომ ეხლა ზენიტს არ ჩაუვარდეს ხელში 4-5 წლით @@